ჩემპიონთა თასი

11:41 | 21.10.2016 | ნანახია 3809 - ჯერ

გორგოძე და ჩილაჩავა ინგლისში იწყებენ [+სთრიმი]

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“, რომელიც ჩემპიონთა თასის პირველ ტურში საფრანგეთში მოქმედ ჩემპიონ „სარასენსთან“ 23:31 დამარცხდა, დღეს ჯგუფში მეორე ინგლისურ კლუბს, „სეილ შარქსს“ სტუმრად ეთამაშება.

პირველ ტურში „სეილიც“ დამარცხდა, უელსში „სკარლეტსთან“ 11:28. მეორე ტურის მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება და ორი ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაშია. შერკინების მეორე ხაზში ვიხილავთ გორგოძეს, ხოლო მარჯვენა ბურჯი ჩილაჩავაა, რომელმაც ერთი კვირის წინ „სარასენსს“ ლელო დაუდო. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შემდეგ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი:

http://www.vipleague.tv/rugby/427667/1/sale-sharks-vs-rc-toulonnais-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20161021/vv5809499a7d7a50.84272861-1462956.html

http://www.sportingvideo.org/20161021/vv58095632095891.88398984-1463145.html

http://www.sportingvideo.org/20161021/vv5809563c0f3fd0.99750166-1463146.html

http://www.sportingvideo.org/20161021/vv5809564559b159.14218067-1463147.html

http://www.sportingvideo.org/20161021/vv5809564d56b2d9.88448560-1463148.html

https://1xotab.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

https://www.youtube.com/watch?v=mcUDb8VtBn4


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:46 | 22.10.2016
maxo_65 (458)

მამუკა გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე

0.092343