ინგლისი

12:20 | 20.10.2016 | ნანახია 3460 - ჯერ

პირველად „ბრისტოლის“ პირველ გუნდში [+სთრიმი]

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს, ინგლისის პრემიერშიპის „ბრისტოლის“ პირველ გუნდში დღეს დებიუტი ექნება.

ჩელენჯ ქაფის მეორე ტურში „ბრისტოლი“ „ბათს“ სტუმრად ეთამაშება. ინგლისური დერბი თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება და ნემსაძე, რომელმაც მეორე გუნდის შემადგენლობაში 3 ლელოს დადება მოასწრო, თადარიგშია. ერთი კვირის წინ „ბრისტოლი“ „კარდიფთან“ 20:33 დამარცხდა, ხოლო „ბათმა“ „პოს“25:22 მოუგო.

თბილისის დროით 22 საათზე საფრანგეთში იწყება პარიზული „სტად ფრანსესა“ და რუმინული „ტიმიშოარა-სარასენსის“ შეხვედრა. ზურაბ ჟვანია თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს. მიმდინარე სეზონში ის მეორედაა საწყის 15-ში. ერთხელ ის ძირითადში ტოპ 14-ში იყო, ამავე ტურნირში შეცვლაზე 3-ჯერ ითამაშა, ხოლო ერთი კვირის წინ ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში ასევე შეცვლაზე ითამაშა. თადარიგშია პარიზელთა ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და ჩელენჯ ქაფზე თითო-თითოჯერ ასევე შეცვლაზე ითამაშა.

დღესვე ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში ფრანგული დერბია და ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“ დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონს“ უმასპინძლებს. ქართველი ბურჯები ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ბათისა“ და „ბრისტოლის“ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ამ მისამართზე უნდა იყოს შესაძლებელი:

http://www.vipleague.tv/rugby/426925/1/bath-vs-bristol-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20161020/vv5808455baefe97.16971308-1462078.html

https://1xorhy.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:29 | 20.10.2016
temuchin (431)

გიო მიდი! უნდა დაამტკიცო! უნდა დაამტკიცო რომ მაგრად ეშლებოდა მწვრთნელს აქამდე რომ არ გენდო, უნდა დაამტკიცო რომ მარტო ჩელენჯ ქაფზე კი არა პრემიერშიფშიც ძალიან გამოადგები გუნდს!

17:47 | 20.10.2016
zurageorgevich (45)

მიდი გიო !!!

15:41 | 20.10.2016
aiarugby (20)

მელიტონ რაღას უცდი შე კაცო
და კიდევ ერთი ხმა ამოვიღოთ რაგბი დინამოზე მთხლებურთი ლოკომოტივზე

14:57 | 20.10.2016
krasni (587)

ათამაშონ და ნახავენ რომ საჭირო კაცია.

14:29 | 20.10.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია გაიყვანს მწვრთნელი მოედანზე.

14:27 | 20.10.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გიორგი ! ! !

12:31 | 20.10.2016
test (124)

როგორც იქნა დააყენეს საშველი

0.097559