საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მე-8 ტური დღეს „ალბისა“ და „უიონას“ შეხვედრით გაიხსნება და მასში სამი ქართველი ლეგიონერი მიიღებს მონაწილეობას.
მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნებიან ბურჯები ბექა შეყლაშვილი და ირაკლი მირცხულავა, ხოლო სტუმართა კიდევ ერთი ბურჯი გიორგი ვეფხვაძე თადარიგშია. ამ უკანასკნელმა წლევანდელ სეზონში ერთხელ ითამაშა, 26 აგვისტოს „ანგულემთან“ და მაშინ შეცვლაზე 11 წუთით შევიდა.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მისი ხილვა შემდეგ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/426926/1/albi-vs-union-sportive-oyonnax-live-stream-online.html
https://1xotab.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია