სტატიები

17:50 | 19.10.2016 | ნანახია 2171 - ჯერ

ფიჯელების ავსტრალიაში თამაშს „მსოფლიო რაგბი“ დააფინანსებს

ფიჯის სარაგბო კლუბის ავსტრალიურ ნაციონალურ ლიგაში ჩართვას ფინანსურად „მსოფლიო რაგბი“ უზრუნველყოფს, განაცხადა მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბილ ბომონტმა.

სპეციალისტების ვარაუდით, ეს წყნარი ოკეანის კუნძულებზე - ფიჯიზე, სამოასა და ტონგაზე, რომლებიც მდიდარი სარაგბო ქვეყნებისა თუ კლუბების გადამკიდე რეგულარულად კარგავენ წამყვან მოთამაშეებს, რაგბის განვითარებას დამატებით იმპულსს შესძენს.

„რაგბი წყნარი ოკეანის კუნძულებზე, უდიდეს როლს ასრულებს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. ფიჯის გუნდის მონაწილეობა ავსტრალიის ნაციონალურ ლიგაში, უზრუნველყობს წყნარი ოკეანის კუნძულების ნაკრებების კონკურეტუნარიანობის გაზრდას 2019 წლის მსოფლიო თასზე. გარდა ამისა, ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეისათვის თვალი უცხო ქვეყნებში წასვლისკენ უჭირავთ, ალტერნატიული ვარიანტი გაუჩნდებათ. ეს იქნება გამოსავალი ფიჯიში რაგბის სიმყარის შესანარჩუნებლად“ - თქვა ბომონტმა.

შეგახსენებთ, რომ წელს ფიჯის 7-კაცა ნაკრები რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, ხოლო 15-კაცა ნაკრები, განვლილ მსოფლიო თასებზე ორჯერ გავიდა მეოთხედფინალში. მიუხედავად ამისა, დღესდღეისობით ფიჯიში, ისევე, როგორც სამოასა და ტონგაზე, რაგბი უკუსვლას განიცდის და ამის მიზეზი მოთამაშეების მასობრივი გადინებაა. შედეგად, წყნარი ოკეანის სამი წარმომადგენლიდან ვერცერთმა, პირველად მსოფლიო რაგბის ისტორიაში, 2019 წლისთვის იაპონიის პირდაპირი საგზური ვერ მოიპოვა და იმისათვის, რომ რომელიმე მათგანი მსოფლიო თასს მიღმა არ დარჩენილიყო, „მსოფლიო რაგბიმ“ შესარჩევი ფორმატი სასწრაფო წესით შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ფიჯელი მორაგბეები მსოფლიოს ჩემპიონები გამხდარან, მაგალითად ჯო როკოკოკო და სტივენი სივუვატუ „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში. ისინი ბავშვობაში გადავიდნენ საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში, სადაც მათ საშუალო სკოლაში სტიპენდია დაენიშნათ და ადგილობრივ კლუბებში დაიწყეს თამაში. დღესდღეისობით რამდენიმე ფიჯელი მორაგბე კვლავ თამაშობს ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებში, მაგალითად, ვაისაკე ნაჰოლო, ტევიტა კურიდრანი, ჰენრი სპეიტა და სამუ კერევი.

უწინ ევროპელი სპეციალისტები ზელანდიელებს და ავსტრალიელებს მკაცრად აკრიტიკებდნენ კუნძულელი მორაგბეების გადაბირების გამო, თუმცა ბოლო დროს მდიდარი ევროპული კლუბების სკაუტებმა გეზი წყნარი ოკეანისკენ აიღეს და იქ ახალგაზრდა ტალანტებს ეძებენ, რომლებიც კლუბების შემდეგ ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ და მერე მათსავე ნაკრებებში თამაშობენ.

ავსტრალიის პროფესიონალური ჩემპიონატი, რომელსაც National Rugby Championship-ი ეწოდება, სულ რაღაც სამი წლის წინ დაარსდა და ახალი ზელანდიის (მიტრე 10) და სამხრეთ აფრიკის (ქარი ქაფ) შიდა ჩემპიონატების მსგავსად, სუპერლიგის დასრულების შემდეგ, აგვისტო-ოქტომბერში იმართება. მიმდინარე სეზონში NRC-ში მონაწილე გუნდების რაოდენობა 9-დან 8-მდე შემცირდა, თუმცა 2017 წლიდან მათ „ფიჯი უორიორსი“ შეუერთდება, რომელიც რეალურად ადგილობრივი მორაგბეებისგან შემდგარ ფიჯის მეორე ნაკრებს წარმოადგენს.

ვარაუდობენ, რომ ფიჯელ „მეომრებს“ შეუძლიათ არგენტინული „პამპას XV“-ის მიღწევის გამეორება, რომელიც 2012 წელს სამხრეთ აფრიკის მეორე დონის შიდა გათამაშებაში, „ვოდაკომ ქაფ“-ში (ქარი ქაფ-ის შემდეგ) ჩართეს და სამხრეთამერიკელები მისი გამარჯვებულები გახდნენ. შედეგად, სწორედ „პამპასის“ წევრი ახალგაზრდა მორაგბეები წარმოადგენენ დღესდღეისობით სუპერრაგბის არგენტინული ფრანშიზის, „ლოს ხაგუარესის“ და ასევე, არგენტინის ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს, რომელიც საათობრივ პროგრესს განიცდის.

„ფიჯი უორიორსი“ „პამპასზე“ უკეთეს მდგომარეობაშია. არგენტინელები საშინაო შეხვედრებსაც კი სამხრეთ აფრიკაში ატარებდნენ, ხოლო „მეომრები“ მეტოქეებს ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიიღებენ.

დღესდღეობით „ფიჯი უორიორსი“, ანუ ამ ქვეყნის მეორე ნაკრები, წყნარი ოკეანის ჩელენჯ ქაფზე თამაშობს, რომელშიც სამივე კუნძულ-სახელმწიფოს მეორე ნაკრებები გამოდიან და წელს ის სწორედ ფიჯელებმა მოიგეს. გარდა ამისა, „მეომრები“ ჩართვნენ ამერიკისა და წყნარი ოკეანის გაერთიანებულ ჩელენჯ ქაფზე, ამერიკის მეორე ნაკრები 62:12 გაანადგურეს, სამოას „ა“ გუნდს 39:26 აჯობეს და არაოფიციალურ ფინალში, 16 ოქტომბერს არგენტინის XV-ს შეერკინენ. თამაში დაძაბული გამოდგა, არგენტინელებმა მინიმალური სხვაობით, 27:26 მოიგეს და თასი დაისაკუთრეს, ხოლო ფიჯელები მეორე ადგილზე დარჩნენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:26 | 21.10.2016
GO_GO_LELOS (81)

ისე ამათი ჩართვა ავსტრალიის ჩემპიონშიპში უფრო რაგბი ლიგის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ავსტრალიაში ისედაც ცუდ დღეში მყოფმა რაგბიმ იმდენად იკლო პოპულარობაში რომ ავსტრალიაში მცხოვრები/გადმოსახლებული ფიჯელები რომლებიც ძირითადად რაგბის თამაშობენ უკვე ლიგის თამაში დაიწყეს და ამით რაგბის ტალანტი დააკლდა. ასე რომ აქ მარტო მსოფლიო რაგბი არაფერ შუაშია ავსტრალიას რომ არ სდომოდა არ მიიღებდნენ არავის. და მაინც თუ ვინმე ტალანტს ნახავენ იმდენს მაინც მოახერხებენ რომ ავსტრალიის ნაკრებში ათამაშონ და არა ფიჯის

01:22 | 21.10.2016
GO_GO_LELOS (81)

ჩვენც რომ დაგვეხმარონ და ჩაგვრთონ სადმე ძალიან კარგი იქნება. იმედია მილტონი და ფედერაცია მოახერხებს რამეს. აუცილებელია რომ ჩვენი გუნდი გავიყვანოთ ჩელენჯ ქაფზე მაინც. პ.ს.სიტივენი სივივატუ და ჯო როკოსოკო არ ყოფილან მსოფლიო ჩემპიონები.

11:12 | 20.10.2016
meleksa (132)

მოდი და ნუ შეგშურდება! ჩვენთცისაც გამოიმეტონ რამე ამათი ჟმოტი და კონსერვი დედები მოვიკითხე!

11:03 | 20.10.2016
krasni (587)

ტოპ 14-ში მოგვცენ ერთი ადგილი, ვათამაშოთ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი. ლევილში ავაშენოთ ერთი სარაგბო სტადიონი. ზღაპარს ჰგავს, მაგრამ თუ მსოფლიო რაგბი და საფრანგეთი დაგვეხმარება, რაღა დარჩა-ბიძინას დაინტერესება.

14:24 | 20.10.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

21:16 | 19.10.2016
BEERTRANCE (1073)

ჩვენთვისაც გამოხაონ მაგ მიქინძულებმა რამე ვარიანტი.

0.084966