პირველი ევროპის ჩემპიონატი ქვიშის რაგბიში 2017 წლის ივლისში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება.
მასში მონაწილეობას 12 კაცთა და 8 ქალთა გუნდი მიიღებს. მონაწილეთა სრული სია უცნობია, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცთა ტურნირში აუცილებლად ითამაშებს საქართველოს ნაკრები.
„ჩვენ „რაგბი ევროპაში“ ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადი შევიტანეთ და ის დამტკიცებულია. ტურნირი მოსკოვში 2017 წლის 20-24 ივლისს გაიმართება და მას ქვიშის სპორტის სახეობების ცენტრი უმასპინძლებს, რომელიც ვოიკოვსკში მდებარეობს“ - განაცხადა რუსეთის რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა დმიტრი შმაკოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რამდენჯერმე ითამაშა საფრანგეთში გამართულ ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატში, თუმცა ის იყო უკონტაქტო, ეგრეთწოდებული თაჩ-რაგბი, ახლა კი, საუბარია კონტაქტურ რაგბიზე. ქვიშის რაგბის შესაბამისად, გუნდებს მოედანზე 5-5 მორაგბე ეყოლებათ და ითამაშებენ მხოლოდ ლელოზე, ანუ კარები არ იქნება და გარდასახვები და ჯარიმები არ შესრულდება.
დიდი ალბათობით, საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებს მამუკა ტყეშელაშვილი გაწვრთნის.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა განვავითაროთ ქვიშის რაგბი საქართველოში