ტოპ 14

13:48 | 18.10.2016 | ნანახია 2277 - ჯერ

კარტერი გაამართლეს

საფრანგეთის რაგბის კავშირის ანტიდოპინგურმა კომისიამ, „რასინგის“ მგეზავ დენ კარტერის საქმესთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ოფიციალური განცხადება ოთხშაბათს გაკეთდება, თუმცა Midi Olympique-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ახალზელანდიელს არაფერი ემუქრება და მას სრულად გაამართლებენ.

რაც შეეხება „რასინგის“ კიდევ ორ მორაგბეს, ჯო როკოკოკოს და ხუან იმჰოფს, სანქციებს არ მათ მიმართ გამოიყენებენ და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ზემოთჩამოთვლილ მოთამაშეებს ლიცენზია არც განხილვის პერიოდში შეუჩერდათ და კლუბის ღირსების დაცვას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ სამივე მორაგბის სისხლში აკრძალული სტეროიდები ივნისში, ბარსელონაში გამართული ტოპ 14-ის ფინალის შემდეგ აღმოაჩინეს. კარტერისა და როკოკოკოს მენეჯერმა საიმონ პორტერმა განაცხადა, რომ მის კლიენტებს აკრძალული პრეპარატების მიღების ლიცენზია ტრავმების სამკურნალოდ ჰქონდათ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079422