საფრანგეთი პრო დ2

16:07 | 17.10.2016 | ნანახია 2267 - ჯერ

ხუთი „ქართული“ გუნდი პრო დ2-ის სათავეში

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში 7 ტური მიილია და მას ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი ლიდერობს.

თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძის და გიორგი მარგველანის „აჟენი“ „ბურგუენს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია 21:14 დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 63-ე წუთზე საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, ლელო მიიღეს და თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. „აჟენს“ 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია და ზედიზედ 4 გამარჯვება მოუგროვდა.

მის მსგავსად 23 ქულა აქვს ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“, რომელმაც გუშინ „კოლომიეს“ 19:13 მოუგო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:13 დათმეს, შესვენების შემდეგ ჯარიმებით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო 70-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო დაამიწეს და გარდასახეს. თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მეორეხაზელმა დათუნაშვილმა და მოედანზე 62 წუთი გაატარა. შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ხატიაშვილმა. სტუმართა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა რუმინეთის ნაკრების კვაჭი ოთარ ტურაშვილი, 51-ეზე შეცვალეს და 64-ეზე კვლავ მოუწია თამაშში დაბრუნება.

მეხუთე გამარჯვება იზეიმა ფედერალ 1-იდან წელს აღზევებულმა შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემმა“, რომელიც ელიზბარ ყუფარაძის „დაქსს“ მასპინძლობდა - 29:14. 80 წუთი იბურთავა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სუთიაშვილმა. „დაქსი“ მეტოქეს 21 წუთის შემდეგ 14:6 უგებდა, მაგრამ ტაიმი 2 ქულით დათმო. „ანგულემმა“ მეორე ნახევარში 2 ჯარიმა გაიტანა, ხოლო 74-ე წუთზე მეორე ლელო დადო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონამ“ „მონტობანს“ პრემიით მოუგო - 36:10. მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის მისი გუნდი უკვე 29:10 იგებდა და ბოლოს მასპინძლებმა მეხუთე ლელოც დადეს.

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანმა“ ბექა შეყლაშვილის „ალბის“ 32:12 მოუგო და პრემიაც ჩაიწერა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გორგაძე შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა 13 წუთში 3 ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მომდევნო 15 წუთში 3 ჯარიმა თავად მიიღეს. პირველი ტაიმის ბოლოს „ალბის“ ორი მორაგბე სინბინით დაისაჯა და მეორეს დასაწყისში „მონ დე მარსანმა“ ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნა, ხოლო 50-ეზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. სტუმრებმა მალევე ჯარიმა გაქვითეს, მაგრამ 2 წუთში სინბინით კიდევ ორი მორაგბე დაკარგეს და 13 მეტოქეს მასპინძლებმა კვლავ მხოლოდ 3 ქულა აუღეს. სამაგიეროდ, „მონ დე მარსანმა“ 69-ე და 76-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო დადო. ბოლო ლელო გორგაძის პასით დაიწყო, რომელმაც შერკინებიდან გაიტანა ბურთი და შეტევის მიმართულებად მოკლე ფრთა აირჩია.

ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონმა“ ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ სტუმრად 27:21 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ სტუმრად 18:36 დამარცხდა „ბიარიცთან“. ქართველი ბურჯი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს და დასკვნით 15 წუთამდე მხოლოდ 1 ქულას აგებდნენ, მაგრამ მერე 2 ლელო მიიღეს და მეტოქეს პრემიაც გაატანეს.

ლაშა ლომიძის „ბეზიე“ „პერპინიენს“ დაუხვდა და 13:24 დამარცხდა. ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს წითელი ბარათით დაისაჯა და ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.

საფრანგეთი. პრო დ2. VII ტური

ანგულემი - დაქსი 29:14

ბიარიცი - კარკასონი 36:18

ბურგუენი - აჟენი 14:21

მონ-დე-მარსანი - ალბი 32:12

ვანი - ნარბონი 21:27

უიონა - მონტობანი 36:10

ბეზიე - პერპინიენი 13:24

ორიაკი - კოლომიე 19:13

1.

აჟენი

7

5

1

1

173:157

23

1

2.

ორიაკი

7

5

0

2

183:128

23

3

3.

ანგულემი

7

5

0

2

135:123

21

1

4.

უიონა

7

3

0

4

197:146

18

6

5.

მონ-დე-მარსანი

7

3

0

4

160:144

17

5

6.

კოლომიე

7

4

0

3

153:128

17

1

7.

დაქსი

7

4

0

3

153:182

17

1

8.

ბიარიცი

7

3

0

4

168:143

15

3

9.

ბეზიე

7

3

0

4

154:139

15

3

10.

კარკასონი

7

3

1

3

129:153

14

0

11.

მონტობანი

7

3

0

4

152:140

14

2

12.

პერპინიენი

7

3

0

4

126:162

14

2

13.

ვანი

7

2

2

3

146:150

13

1

14.

ნარბონი

7

3

0

4

126:174

12

0

15.

ბურგუენი

7

2

1

4

123:159

12

2

16.

ალბი

7

2

1

4

154:204

10

0

VIII ტური. 20, 21 და 23 ოქტომბერი

ალბი - უიონა, ნარბონი - მონ-დე-მარსანი, მონტობანი - ბეზიე, აჟენი - ანგულემი, კოლომიე - ვანი, კარკასონი - ორიაკი, პერპინიენი - ბურგუენი, დაქსი - ბიარიცი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.195093