„მსოფლიო რაგბი“ ნოემბერში იმ ტურნირების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს, რომლებმაც მსოფლიოში რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
სასიამოვნოა, რომ ამ ჩამონათვალში პირველ ადგილზეა „ბათუმის ქვიშის რაგბი“, რომელიც ამა წლის აგვისტოში მე-9-ედ გაიმართა და სამომავლოდ მისი კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. ეს საქართველოს ქვიშის რაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირის აღიარებაა, რადგან სწორედ ისინი იყვნენ „ბათუმის ქვიშის რაგბის“ საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორები.
სია „მსოფლიო რაგბის“ პარტნიორმა Rhino-მ გამოაქვეყნა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ქვიშის რაგბის ფედერაციის პარტნიორია და მისი სარეკლამო სახე „ბორჯღალოსანთა“ 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძეა.
გარდა ბათუმის ტურნირისა სიაში მოხვდა ინგლისის 21-წლამდელთა სარაგბო ფესტივალი, კამბოჯას ტურნირი, აშშ-ს საერთაშორისო ტურნირი ლას ვეგასში და პოლონეთის რაგბის ფესტივალი.
http://www.rhinorugby.com/news/3946/shortlist-rhino-grassroots-rugby-award-announced/
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ზღვის პირეთში კიდევ უფრო მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ ქვიშის რაგბის პოპულარიზაციისათვის.