ჩემპიონთა თასი

13:03 | 14.10.2016 | ნანახია 2640 - ჯერ

ჩემპიონთა თასი იწყება [+სთრიმი]

დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:45 საათზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა თასი იწყება.

პირველ მატჩში შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“ ინგლისურ „ლესტერ თაიგერსს“ უმასპინძლებს, ხვალ და ზეგ კი, ძირითადი სათამაშო დღეებია.

ჩემპიონთა თასზე ევროპის 20 წამყვანი კლუბი ხუთ 4-გუნდა ჯგუფშია განაწილებული. ტურნირს 7 ფრანგული, 6 ინგლისური, 4 ირლანდიური და თითო-თითო უელსური, შოტლანდიური და იტალიური გუნდი იწყებს. ორწრიანი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და სამიც საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გავა.

ქართველი ლეგიონერების გუნდები ჩემპიონთა თასზე ხვალიდან ჩაერთვებიან.

ჩემპიონთა თასი 2016/2017

14 ოქტომბერი

გლაზგო (შოტლანდია) - ლესტერი (ინგლისი) [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/422288/1/glasgow-warriors-vs-leicester-tigers-live-stream-online.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086759