დღეს ევროპის ჩელენჯ ქაფის პირველი ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება და მოედანზე სამი ახალგაზრდა ქართველი გავა, რომელთაც ევროტურნირებში დებიუტი ექნებათ.
„ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც ტოპ 14-ში ორჯერ ითამაშა შეცვლაზე, ახლა კი, თავის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენის შანსი მიეცა. „ბრივის“ თადარიგშია ბურჯი სოსო ბეკოშვილი, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი ტოპ 14-ში, „ლა როშელთან“ ქონდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. „ბრივი“ უელსში „ნიუპორტს“ ეთამაშება და შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
უკვე ვწერდით, რომ „ლიონის“ პირველ გუნდში პირველად ითამაშებას ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე, რომელიც თადარიგშია. მისი გუნდი ფრანგულ დერბიში სტუმრად „გრენობლს“ შეხვდება და დღევანდელი თამაშებიდან ყველაზე ადრე, 21:30 საათზე დაიწყება.
ინგლისური „ბრისტოლი“ 22:45 საათიდან მასპინძლობს უელსურ „კარდიფს“. სამწუხაროდ, მასპინძელთა განაცხადში კვლავ არაა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი.
ევროპის ჩელენჯ ქაფი 2016/2017
14 ოქტომბერი
გრენობლი (საფრანგეთი) - ლიონი (საფრანგეთი) [21:30 საათი]
ოსპრეიზი (უელსი) - ნიუკასლი (ინგლისი) [22:05 საათი]
ნიუპორტი (უელსი) - ბრივი (საფრანგეთი) [22:30 საათი]
ბრისტოლი (ინგლისი) - კარდიფი (უელსი) [22:45 საათი]
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი ვასკა აბა შენ იცი, კარგად უნდა ითამაშო!