მსოფლიო სერია

17:34 | 10.04.2016 | ნანახია 1264 - ჯერ

იაპონია 7-კაცაშიც დაწინაურდა

იაპონური რაგბი ყველა მიმართულებით ვითარდება - სანაკრებო წარმატების შემდეგ, ამ ქვეყნის კლუბი სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩაერთო, ახლა კი, მათმა შვიდკაცამ ჰონკონგში შესარჩევი ეტაპი მოიგო და 2016/2017 წლების მსოფლიო სერიებში ათივე ეტაპზე ვიხილავთ.

გარდა ამისა, წელსვე, დასკვნით ეტაპზე ის ბოლოადგილოსანს, სავარაუდოდ პორტუგალიას ჩაანაცვლებს.

ჯგუფური ეტაპი იაპონელებმა ისე გაიარეს, ლელოც არ გაუშვიათ - ბრაზილია 36:0, მაროკო 45:0 და ტონგა 31:0 დაამარცხეს. მსგავსი სვლა პლეი ოფშიც გაგრძელდა, როდესაც აზიელებმა მეოთხედფინალში ტონგას 33:0, ხოლო ნახევარფინალში ზიმბაბვეს 22:0 მოუგეს.

თავის მხრივ, ჰონკონგმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მარცხი განიცადა - გერმანელებთან [5:12] და ზიმბაბვესთან [7:19], მაგრამ საუკეთესო მესამედგილოსანის სტატუსით მეოთხედფინალში გავიდა. ესპანეთის 12:7 ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მასპინძლებმა გერმანელებთან რევანში აიღეს [17:7] და ფნალშიც ბოლომდე იბრძოლეს. 0:12 ჩამორჩენის შემდეგ, მეორე ტაიმში ჰონკონგი 14:12 დაწინაურდა, თუმცა იაპონიამ კიდევ ორი ლელო დადო და 24:14 მოგებით, განვითარებისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089444