ტოპ 14

18:18 | 13.10.2016 | ნანახია 1686 - ჯერ

ლეიდლოუ „კლერმონში“ გადადის

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ „ავივა პრემიერშიპის“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისურ „გლოსტერს“ დატოვებს.

უკვე ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას 31 წლის შერკინების ნახევარმცველი - მან ფრანგულ კლუბთან, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„მადლობა „გლოსტერს“ შესანიშნავი სამი სეზონისთვის. კლუბში დიდებული პერიოდი გავატარე და ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დრო დადგა. „კლერმონის“ შეთავაზება ძალიან კარგი იყო და მასზე უარს ვერ ვიტყოდი. გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, თუმცა ის უკვე მიღებულია“ - ამბობს ლეიდლოუ, რომელმაც შოტლანდიის ნაკრების მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და გუნდს 536 ქულით შეეწია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088769