საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძე, პრო დ2-ის დღევანდელ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს.
საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის მე-7 ტურში მისი „ბეზიე“ „პერპინიენს“ მასპინძლობს. გამარჯვების შემთხვევაში ის ქულებით ლიდერებს გაუტოლდება და კონკურენტების თამაშებს დაელოდება.
24 წლის ლომიძემ პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში უკვე 5-ჯერ ითამაშა, აქედან ორჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და ერთხელ 6 ნომერზე, ანუ იმ პოზიციაზე, სადაც „პერპინიენთან“ თამაშს იწყებს. ლაშამ 23 სექტემბერს „ალბის“ ლელო ბოლო წუთზე დაუდო და გუნდს პრემიალური ქულა ააღებინა.
მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება და მისი ხილვა ამ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/424517/1/french-pro-d2-live-stream-online.html
https://1xbebi.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია