ჩელენჯ კაპი

11:59 | 13.10.2016 | ნანახია 2816 - ჯერ

ევროტურნირებს მელიქიძე და ჟვანია იწყებენ [+სთრიმები]

დღეს საღამოს 2016/2017 წლების ევროთასების სეზონი იწყება. ის მეორე დონის ტურნირის, ჩელენჯ ქაფის ერთი შეხვედრით გაიხსნება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

როგორც წესი, ჩელენჯ ქაფი ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნების - საფრანგეთის, ინგლისის და „კელტების ლიგის“ კლუბებს შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და გუნდებიც უმეტესად უახლოეს რეზერვს აძლევენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას. ესაა შანსი იმ ქართველი მორაგბეებისთვის, რომლებიც ტოპ 14-ის ესპუართა გუნდებში ირჯებიან და გამონაკლისი არც მომავალი ტურნირი იქნება.

დღეს პარიზული „სტად ფრანსე“ ინგლისში „ჰარლიქუინსს“ ეთამაშება და ფრანგული გუნდის განაცხადში ორი ქართველი ბურჯია - ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე. ჟვანიასთვის „სტად ფრანსეს“ პირველ გუნდში თამაში უცხო ხილი არაა. ის პარიზში მეექვსე სეზონს ატარებს და ტოპ 14-ის ამ სეზონში 4-ჯერ ითამაშა, აქედან ერთხელ სასტარტოში და 3-ჯერ შეცვლაზე. 20 წლის მელიქიძეს ტოპ 14-ში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და ერთხელ მიმდინარე სეზონშიც ითამაშა - „კლერმონთან“ 30:30 დასრულებულ მატჩში შეცვლაზე 20 წუთით შევიდა. დღეს ორივე ქართველი თადარიგშია.

მატჩის ხილვა შემდეგ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი, უშუალოდ თამაშის წინ კი, „მუშა სთრიმი“ აუცილებლად დაიდება:

http://www.vipleague.tv/rugby/422297/1/harlequinstade-vs-francais-paris-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20161013/vv57fea711c31456.98262142-1455282.html

https://1xbebi.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121657