მას შემდეგ, რაც „ოლ ბლექსმა“ „რაგბი ჩემპიონშიპი“ ქულათა მაქსიმუმით მოიგო და სამივე მეტოქეს ორ-ორჯერ სარეკორდო სხვაობებით სძლია, ეს გუნდი უკვე შერაცხეს პლანეტის დაუმარცხებელ ნაკრებად.
დიახ, მთავარ კითხვად სწორედ ეს რჩება - არის კი დღეს გუნდი, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრების განუზომელ წინსვლას შეაჩერებს? და Worldrugbyvids-მა ის სიმბოლური XV შეარჩია, რომელსაც ამის გაკეთება ხელეწიფება.
სიმბოლურში რა თქმა უნდა თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბემ და ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა მამუკა გორგოძემ. მისი წყალობით, ქართული რაგბი და საქართველო არაერთ ქვეყანაში გაიცნეს და წლებია პრაქტიკულად ყველა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება. ზელანდიელთა მძლეველ XV-ში მას 6 ნომრად მიუჩინეს ადგილი და რა თქმა უნდა შთამბეჭდავი დახასიათების თანხლებით:
„მოთამაშე, რომლისთვისაც სიტყვა „შიშის“ მნიშვნელობა უცნობია. მის უძლიერეს კონტაქტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება!“.
„შეუსრულებელი მისიის“ შესრულება, წყაროს ცნობით, აი ამ გუნდს შეუძლია:
- ტენდაი მტავარირა: ამ გუნდს აუცილებლად სჭირდება „ცხოველი“;
- მალკოლმ მარქსი: ახალგაზრდა სამხრეთაფრიკელი მასიურია, ზუსტია ბურთის დერეფანში აგდებისას და კარგად ასრულებს დავალებას უზარმაზარი წნეხის ქვეშ;
- რამირო ჯერერა: არგენტინელი ბურჯი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და შერკინების ნამდვილ ოსტატად ყალიბდება;
- მარო იტოჯე: შეუძლებელია 2015 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბე არ შეარჩიო, მისი დინამიკა წარმოუდგენელია!;
- ებენ ეცებეთი: მბრძანებელი, მბრძანებელი და კიდევ ერთხელ მბრძანებელი. ებენი ყველა გუნდში უნდა იყოს არჩეული;
- მამუკა გორგოძე: მოთამაშე, რომლისთვისაც სიტყვა „შიშის“ მნიშვნელობა უცნობია. მის უძლიერეს კონტაქტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება!;
- დევიდ პოქოქი: „ოლ ბლექსი“ თამაშს ბურთის ფლობაზე აგებს, პოქოქი კი, ასეთ დროს იდეალურია;
- სერხიო პარისე: ჩვენი აზრით, მრავალფუნქციური იტალიელი საუკეთესოა 8 ნომრის პოზიციაზე;
- ბენ იანგსი: აარონ სმიტისა და პერენარას წინააღმდეგ, ამ როლში დიდი არჩევანი არ რჩება;
- დენ ბიგარი: „ოლ ბლექსთან“ თამაშისას მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯარიმა ქულებად იქცეს და ბიგარის ფეხჩუბინობა ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია;
- ჯორჯ ნორთი: მას უბრალოდ სახლში ვერ დატოვებ;
- მანუ ტუილაგი: დევისთან წყვილში ის მართლაც შესანიშნავ, მძლავრ შუა ხაზს შექმნის, რომელიც „ოლ ბლექსს“ აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს;
- ჯონათან დევისი: ზევით წაიკითხეთ;
- სანტიაგო კორდერო: უსწრაფესი მოთამაშე. „ოლ ბლექსის“ მსგავსი ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ, აუცილებლად გჭირდებათ მორაგბე, რომელსაც საოცრებები შეუძლია;
- იზრაელ ფოლი: ნამდვილი ფულბეკი. თავდაჯერებულობა მაღალ ბურთზე თამაშისას.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნადოლოს ჩაყენებაც შეიძლება.
ვაახ რა მაგარია რა მამუკაზე ესეთებს რო ვკითხულობ სულ მეცინება რამხელა დონის სპორტსმენიაDDD
ჩვენი საამაყო გულივერას შერჩევა სავსებით ლოგიკურია და სრულიად დამსახურებული
ეს მატჩი მართლა თუ ჩატარდა მსოფლიოს სარაგბო ზეიმი იქნება.. ნებისმიერი ქალაქი იოცნებებდა, ისევე როგორც თბილისი
მამუკაზე რა უნდა ითქვას ახალი.. ფაქტია მსოფლიო ვარსკვლავი და ლეგენდა გვაყვს !
წარმატებები ......... დაიმსახურა
იმ ჭორიკანა პარისეს რა უნდა ამ ნაკრებში ? მაგას 8 ნომერზე ირლანდიელი ჰისლიპიც ჯობია უელსელი ფალეტაუც და სხვებიც !
ვუნიპოლას დავაყენებდი მე 8 ნომრად
ფრანგი პიკამოლიც ბევრად ჯობია მაგ პიჟონს.
გორგოძილა ჩვენი სიამაყეა ! მეტრეველის მესხის და ყიფიანის შემდეგ არ გვყოლია ასეთი მთელ მსოფლიოში ცნობილი და საამაყო მოთამაშე და სპორტსმენი !!
დიდი პატივია ნამდვილად, მაგრამ დამსახურებული.
ჰუკერად ალბათ არგენტინელ კრევისაც არაფერი დაეწუნება, ნამდვილი ლიდერია. არც ერთი ფრანგი არაა, არც ირლანდიელი, ცოტა გასკვირია...
ძალიან საინტერესო იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეების რკენა ზელანდიასთან, მაგრამ მაინც ოლ ბლექსი მოიგებს უკეთესი შეთამაშების ხარჯზე
მარტო შეთამაშების გამო არა ვფიქრობ ისედაც არ ყავს ამ მსოფლიო ნაკრებზე ნაკლები შემადგენლობა ყველა პოზიციაზე პირიქით
გორგოძილაააააააააააააააააააააააააააააა