ტესტ-მატჩები

16:38 | 12.10.2016 | ნანახია 2172 - ჯერ

ნოემბრის ტესტების მსაჯები

წლის დამაგვირგვინებელ, ნოემბრის ტესტებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. წელს ბორჯღალოსნები ორ ტესტს შინ გამართავენ, 12 ნოემბერს იაპონიის წინააღმდეგ, 19 ნოემბერს სამოას წინააღმდეგ, ხოლო მესამე ტესტისთვის შოტლანდიას ერაგბებიან ქილმარნოქში.

დღეს, მსოფლიო რაგბმა ნოემბრის ტესტების მსაჯების ვინაობა გამოაქვეყნა:

საქართველო - იაპონია

12 ნოემბერს ბორჯღალოსნებისა და საკურების მატჩს არგენტინელი რეფერი, ფედერიკოანსელმი იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ იგი უფრო ცნობილია 7-კაცას წრეებში, ხოლო 2012 წლიდან აქტიურად მსაჯობს 15-კაცას. ანსელმის აქამდე საქართველოსთვის არ უმსაჯია. კიდეებზე მას ფრანგი პასკალ გაიუზერი და უელსელი დენ ჯოუნზი დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ პასკალ გაიუზერმა ბოლოს მსოფლიო თასზე, ოლ ბლექსის წინააღმდეგ გამართულ რკენაში გვიმსაჯა. დენ ჯოუნზი კი 2010 წელს, რუმინეთში საქართველო-ნამიბიის მატჩზე იყო რეფი.

საქართველო - სამოა

ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს თბილისში სამოა, რომ გვეწვევა, მატჩს ფრანგიალექსანდრე რუისი გაუძღვება. მან ბორჯღალოსნებს სულ ორჯერ უმსაჯა - 2014 წელს რუსეთის და 2015 წელს ესპანეთის წინააღმდეგ. რუისს კიდეებზე ინგლისელები, თომ ფოლი და ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჯეი’პი დოილი დაეხმარებიან. ფოლის საქართველოსთვის აქამდე არ ემსაჯა, ხოლო დოილმა ბოლოს წლევანდელი ოკეანეთის ტურნეს დამაგვირგვინებელ მატჩში, ფიჯისთან გვიხელმძღვანელა.

შოტლანდია - საქართველო

ნოემბრის წლევანდელი სერიის დასასრულს, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვეთამაშებით შოტლანდიას. მატჩი 26 ნოემბერს ქილმარნოქში შედგება, რომელსაც ინგლისელი მეთიუ ქარლი გასჯის. ქარლიმ აქამდე მხოლოდ ერთხელ, წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ სოჭში გვიმსაჯა. კიდეებზე მას ფრანგი მატიო რეინალი და უელსელი დენ ჯოუნზი (იაპონიასთან თანამსაჯი) დაეხმარებიან.

ზემოაღნიშნული არბიტრების მიერ აქამდე ნამსაჯი საქართველოს მატჩების ჩამონათვალი:

პასკალ გაიუზერ

საქართველო 22:15 კანადა = შაბ 20/11 2010 @ თბილისი, ეროვნული
საქართველო 14:13 არგენტინა "ა" = ოთხ 15/06 2011 @ ბუქარესტ’ი (რუმ) არკულ
საქართველო 19:24 ფიჯი = შაბ 24/11 2012 @ თბილისი, ვაკე
საქართველო 9:23 ტონგა = შაბ 8/11 2014 @ თბილისი, ვაკე
საქართველო 10:43 ზელანდია = პარ 2/10 2015 @ კარდიფ (უელ)

დენ ჯოუნზ

საქართველო 3:69 შოტლანდია "ა" = პარ 14/11 2008 @ გლაზგო, ფერჰილ
საქართველო 16:21 ნამიბია = კვი 20/06 2010 @ ბუქარესტ’ი (რუმ) არკულ

ალექსანდრე რუის

საქართველო 36:10 რუსეთი = შაბ 22/02 2014 @ თბილისი, დინამო არენა
საქართველო 26:13 ესპანეთი = შაბ 28/02 2015 @ მადრიდ’ი, უნივერსიტეტი

ჯეი’პი დოილ

საქართველო 19:13 რუმინეთი = შაბ 10/03 2012 @ ბუქარესტი, არკულ

საქართველო 7:49 ირლანდია = კვი 16/11 2014 @ დუბლინ’ი, ავივა
საქართველო 15:16 კანადა = ოთხ 2/09 2015 @ ეშერ (სარი, ინგ) მოულსი როუდ
საქართველო 9:54 არგენტინა = პარ 25/09 2015 @ გლოსთერ (ინგ) ქინგს’ჰოლმ
საქართველო 14:3 ფიჯი = პარ 24/06 2016 @ სუვა, ეი’ენ’ზედ

მეთიუ ქარლი

საქართველო 24:7 რუსეთი = შაბ 12/03 2016 @ სოჭი, იუგ

მატიო რეინალ

საქართველო 46:0 რუსეთი = შაბ 17/03 2012 @ თბილისი, ვაკე
საქართველო 12:45 ირლანდია "ა" = კვი 21/06 2015 @ თბილისი, ავჭალა

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:43 | 13.10.2016
ukleba (77)

მომისმინეთ მაიკლ კლენზი გამოუშვით რა ერთი თბილისში-მოკითხვა გვინდა ქართველებმა შევუთვალოთ დედამისს. ასე შორიდან კი ვუთვლით მარა მაინც ახლოდან ჯობს.

10:44 | 13.10.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ცალმხრივად არ იმსაჯებენ.

0.111623