2016 წლის ნომებრის ტესტებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, დროის შემცირებასთან ერთად კი, იზრდება მოლოდინი. ამ მომენტისთვის ჩვენი ნაკრები ისტორიულ სიმაღლეზეა, რომლის მთავარი შემოქმედი ჩემი აზრით „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგია.
მას შემდეგ, რაც 2012 წლის იანვარში ახალი ზელანდიელი ნაკრებს სათავეში ჩაუდგა, „ბორჯღალოსნებმა“ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარეს. ზოგი შეხვედრის დეტალები დღესაც მკაფიოდ არის ჩაბეჭდილი ჩვენს გონებაში, ხოლო ზოგს ბუნდოვნად ვიხსენებთ, ზოგი კი, საერთოდ დავიწყებას მისცემია.
ერთადერთი, რასაც გვერდს ვერასდროს ავუვლით მშრალი სტატისტიკური ციფრებია, რომლის უკანაც უდიდესი შრომა იმალება, მეტიც, საბოლოო ჯამში ამ მშრალი ციფრებით ხდება ამა თუ იმ მწვრთელის თუ მოთამაშის კარიერის შეფასება.რა თქმა უნდა გამონაკლისი არც ჩვენი ახალზელანდიელი მწვრთნელია.
მილტონ ჰეიგის თაოსნობით „ბორჯღალოსნებმა“ 54 შეხვედრა ჩაატარეს, აქედან 34-ში გაიმარჯვეს, 18-ში დამარცხდნენ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დაასრულეს. ქულათა ბალანსი +393, ლელოთა ბალანსი +62. ზედიზედ ხუთჯერ, მათ შორის ბოლო სამი დიდი სლემით, მოიგეს „მცირე ექსვ ერად“ წოდებული „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში მოიგეს ორი შეხვედრა მსოფლიო თასზე, რითაც ავტომატურად დაიბევეს იაპონიაში 2019 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზური, ხოლო გასულ ზაფხულს მე-9 ცდაზე მოახერხეს სატესტო სერიის წაუგებლად დასრულება.
მიღებული და გატანილი ქულები/ლელოები:
ჩატარებულ შეხვედრებში ნაკრებმა 1286 ქულის დაგროვება მოახერხა. აქედან მხოლოდ 4 შეხვედრაში ვერ უწიეს 10 ქულიან ზღვარს. ხოლო 14 შეხვედრაში გადაცდნენ 30 ქულას. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმებში 34 ქულით მეტი (660:626) დააგროვეს, ვიდრე პირველში.
რაც შეეხება დადებულ ლელოებს, მათი რაოდენობა ჯამში 142-ს შეადგენს. ლელოს დაუდებლად ნაკრებმა მოედანი მხოლოდ 5 შეხვედრაში დატოვა. ქულათა დაგროვების მსგავსად, უფრო მეტი ლელო მეორე ტაიმებში დაიდო - 80:62. ტაიმი ქულის აუღებლად მხოლოდ 5 შემთხვევაში დაასრულეს (2-ჯერ პირველი ტაიმი, 3-ჯერ მეორე);
მილტონისეულ პერიოდში ნაკრებმა 893 ქულა მიიღო, ტაიმებს შორის ბალანსი აქ თითქმის თანაბარია 447-446-თან, ხოლო მშრალად ნაკრებმა სამი (მათ შორის 2 რუსეთთან) შეხვედრა მოიგო. 16 შეხვედრაში მოწინააღმდეგემ ჩვენ ლელოში შემოღწევა ვერ მოახერხა, 18 შეხვედრაში კი, ვერ უწია 10 ქულიან ზღვარს.
ქამბექი: „ბორჯღალოსნებმა“ 18-დან 6 შეხვედრის მოგება მოახერხეს მას შემდეგ, რაც პირველ ტაიმში დამარცხდნენ, ერთი კი, ფრედ დაასრულეს. 33 შეხვედრიდან, რომელშიც მოახერხეს პირველი ტაიმის მოგება, 6-ში დამარცხდნენ.
გათამაშებები, დონეები
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ყველაზე მეტი - 25 შეხვედრა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ჩაატარა, მათ შორის 23 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ქულათა ბალანსი 780:229, ლელოები - 95:16. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მარცხი მილტონ ჰეიგმა თავის სადებიუტო მათჩში, სტუმრად ესპანეთთან იწვნია - 18:25.
თბილისის თასი: აწ უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეული „თბილისის თასი“ სულ 3-ჯერ ჩატარდა და მიუხედავად დიდი სურვილისა, „ბორჯღალოსნებმა“ ვერცერთხელ შეძლეს მისი დაუფლება. ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარეს, 4 მოიგეს, 5 კი წააგეს. ქულათა ბალანსი: 172:174, ლელოები: 18:15.
მსოფლიო თასი: 4 შეხვედრა, 2 გამარჯვება, 2 მარცხი. ქულები: 53:123, ლელოები: 5:16.
ტესტების სერია: ივნისი-ნოემბრის სატესტო სერიებში ნაკრებმა 16 შეხვედრა გამართა, აქედან 5 მოიგო, 10 წააგო, 1 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა. ქულები: 281:367, ლელოები: 24:33.
„მსოფლიო რაგბის“ მიერ გუნდების დონეებად დაყოფის მახინჯ პრაქტიკას თუ მოვიშველიებთ და ,,ბორჯღალოსნების’’ მოწინააღმდეგეებს „მსოფლიო რაგბისეულად“ დავყოფთ, მაშინ მონაგარს ასეთ სახე ექნება:
ტიერ-1: განვლილი 4 წლის განმავლობაში „ბობოლებისა“ და „ბორჯღალოსნების“ გზა 4-ჯერ გადაიკვეთა, 2-ჯერ ტესტებზე, 2-ჯერ კი, 2015 წლის მსოფლიო თასზე. საბოლოო შედეგებით ვერ დავიკვეხნით, რადგან ოთხივეჯერ დამვარცხდით. ყველა შემთხვევაში სხვაობა 10 ქულაზე მეტი იყო; მხოლოდ 44 ქულის მოპოვება მოვახერხეთ, მივიღეთ 175, ხოლო ლელოების ბალანსი - 2:21-ზეა;
ტიერ-2: აღნიშნულ დონეზე დუბლინის ოფისმა 2011 წელს ჩვენც დაგვაწინაურა, რამაც ამავე დონის მეტოქეებთან უფრო მეტი თამაშის საშუალება მოგვცა. სტატისტიკა აქ გაცილებით უკეთესი გვაქვს: 20-დან 10 შეხვედრა მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ და 8-ჯერ დავმარცხდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ 10 გამარჯვებიდან 4 ჩვენს ძველ ნაცნობთან და ცოტათი დაბეჩავებულ რუმინეთთან იქნა მიღწეული. 20 შეხვედრის ჯამში 376 ქულა მოვაგროვეთ და 345 მივიღეთ. ლელოების ანგარიშია 33:28;
ტიერ-3: ქვედა დონის გუნდებთან აშკარა უპირატესობა გვაქვს და 24 შეხვედრიდან მეტოქე 23-ში დავამარცხეთ, მათგან 10-ში ისე, რომ ლელოს არ მიგვიღია. მესამე დონის გუნდებისგან ერთადერთი მარცხი ესპანეთთან ვიწვნიეთ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მილტონ ჰეიგს სადებიუტო მატჩში.
მზარდი და „ა“ ნაკრებები: ამ ფორმაციის ნაკრებებს „ბორჯღალოსნები“ „თბილისის თასზე“ უპირისპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები ლიდერების გარეშე თამაშობდა და ჰეიგი ახალბედებს აძლევდა შანსს, შედეგი სავალალოა - მხოლოდ ერთი გამარჯვება 6 შეხვედრიდან. ქულათა ბალანსი 103:148, ლელოები 11:13.
შინ, გარეთ, ნეიტრალურზე: აღნიშნულ პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს საკუთარ მოედანზე 29-ჯერ უმასპინძლეს და 20-ჯერ დამარცხებული გაისტუმრეს, 793 ქულა დააგროვეს, საპასუხოდ კი, 422 მიიღეს. ლელთა ბალანსი 92:35;
სტუმრად გამართული 18 შეხვედრიდან 11 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 5-ჯერ კი, დამარცხდნენ. ქულათა ბალანსი 392:299, ლელეობი 40:25;
ნეიტრალურ მოედნებზე „ბორჯღალოსნებს“ სულ 7-ჯერ მოუწით თამაში, მათ შორის ოთხჯერ 2015 წლის მსოფლიო თასზე, 2 მსოფლიო თასის გასახურებელ შეხვედრაში, ერთხელ კი, 2016 წლის ივნისის ტესტებზე ტონგასთან. ამ 7 თამაშიდან საქართველომ ორჯერ მოუგო ტონგას, ერთხელ მსოფლიო თასზე და ერთხელ ტესტებზე, ხოლო მესამე გამარჯვება ასევე მსოფლიო თასზე ნამიბიასთან მოიპოვა.
მილტონ ჰეიგის ჯამური მონაგარი „ბორჯღალოსნების“ თავკაცის რანგში:
შეხვედრა: 54
მოგება: 34
მარცხი: 18
ფრე: 2
ქულები: გატანილი - 1286; მიღებული - 893;
ლელოები: გატანილი - 142; მიღებული - 80;
პ.ს.: საქართველოს რაგბის კავშირის სტატისტიკის მიხედვით
პ.პ.ს.: საქართველოს ნაკრების მორაგბეთა სრულ სტატისტიკას მოგვიანებით შემოგთავაზებთ
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მთლიანობაში შესანიშნავი სტატისტიკაა ! მადლობა მილტონს გაწეული სამუშაოსთვის და ქართველი ერის არაერთხელ გაბედნიერებისთვის ! მომავალში მეტი წარმატება და გამარჯვება !
ისე კარგი იქნება სხვა მეორე დონის ქვეყნების სტატისტიკასაც თუ შემოგვთავაზებთ შედარებისთვის, მაგ,იტალია, ტონგა, იაპონია, სამოა, ფიჯი
ურთიერთ შეხცედრებს გულისხმობ? ისე ცნობისთვის დაბლინისს ოფისს იტალია მაინც ტიერ1ში ყავს გამწესებული.
გაუმჯობესებას ვუსურვებ
რა თქმა უნდა წარმატებები
შემდგომში წერისას ავტორს ვუსურვებ ყმეტეს ფრონტზე მხოლოდ დადებით სტატისტიკას