ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა გუნდის ოთხ ერზე გამოსვლა შეაფასა, რომელიც „ოლ ბლექსმა“ ქულათა მაქსიმუმით დაასრულა.
„მოხარული ვარ, რომ უწინდელი მიღწევა - ზედიზედ 17 მოგება გავიმეორეთ და ისტორიაში შევედით. თუმცა მთავარი ისაა, რომ გვსურს უკეთესები ვიყოთ და ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რისი მსგავსისთვის აქამდე არავის მიუღწევია. მსოფლიო თასისა და რაგბი ჩემპიონშიპის მოგება კარგი მომზადების შედეგია. არ ვამბობ, რომ სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა ცუდად მოემზადნენ, უბრალოდ ჩვენ ამ პროცესში უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდეთ. გაუმჯობესებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და ბრწყინვალე შედეგი მივიღეთ.
ყველა ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, უბრალოდ, მათზე უკეთ ვითამაშეთ და საჭირო წნეხში მოვაქციეთ. შორეულ მომავალზე საუბარი არ მიყვარს და მომდევნო ნაბიჯიც ორ კვირაში ავსტრალიასთან გასამართი მატჩია. ახლა მხოლოდ მასზე ვართ კონცენტრირებული. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გუნდი ოკლენდის შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება“ - თქვა ჰანსენმა.
ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიას „იდენ პარკზე“ 22 ოქტომბერს ეთამაშება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზელანდიას წესით რეგრესი უნდა დაწყებოდა მსოფლიოს მერე და პირიქ პროგრესი განიცადეს. ახალი სისხლი მიიღეს და ნაკრებში თავის გამოჩენა ყველას უნდა. მაგრამ თუ ღირსეულ მოწინააღმდეგეს არ შეხვდენენ მათი პროგრესიც შეჩერდება და მანდ გამოჩნდება ჩასაფრებული ედი ჯონსი.
ისე ინგლისი ზელანდია იქნება ტესტი მსოფლიო თასამდე? მე მგონია რომ მაქსიმალურად ეცდებიან ინგლისელები ზელანდიას არ შეხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატამდე.
ეს კაცი სულ გაგიჟდა?! ახალ მიღწევებზე რომ საუბრობს, სხვა პლანეტაზე მიღწევას თუ გულისხმობს (ან უცხოპლანეტელებთან თამაშს) არ ვიცი და თუ დედამიწაზე, მაშინ მეტი რაღას უნდა მიაღწიოს, გადაუარეს ყველას და უახლოეს ხანში მაგათი მჯობნი არ ჩანს
აააა, მივხვდი! ალბათ იმ მელას (ედი ჯონსის) ნაკრების გაჟიმვა უნდა რათა დაუმტკიცოს რომ არც კი გაიფიქროო ჩვენი ჯობნაო. თუ ეს ასეა, მაი ამბავი მინიმუმ 2017 წლამდე ვერ მოხდება
ედი ჯონსის მოჭიმვა უნდა მეც ასე მგონია. ინგლისს მოეძალა ისევ ამბიციები 6 ერის მოგებით
მეტი მიუღწეველობა რა უნდა ამ ჩვემალას