უელსის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკვალევზე წავა და 2017 წლის ზაფხულში ტესტ-მატჩებს წყნარი ოკეანის კუნძულების წარმომადგენლებთან გამართავს.
თუმცა, პირველი დონის ევროპული გუნდები ტრადიციულად ჭირვეულობენ და ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება მატჩები ტონგასთან, სამოასთან და ფიჯისთან. BBC-ის ცნობით, რობ ჰოულის შეგირდები შიშობენ, რომ წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოგზაურობისას რაიმე დაავადებას „აიკიდებენ“ და მეტოქეებს ახალ ზელანდიაში თამაშს სთავაზობენ. გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამა წლის ივნისში „ბორჯღალოსნებმა“ წყნარი ოკეანის კუნძულები დაუმარცხებლად მოიარეს და სამოას 19:19 ეთამაშნენ, ტონგას 23:20 და ფიჯის 14:3 ძლიეს. აღსანიშნავია, რომ 1986 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც წყნარი ოკეანის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულა. 30 წლის წინ ასეთი შედეგი უელსს ჰქონდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მთავარია 1 წაგება მაინც მიიღონ.
ვაა იკადრეს? ჩამოვიდნენ მიწაზე? მოუხდათ წლევანდელი ზაფხული )))))))))))))))