საფრანგეთი პრო დ2

18:54 | 10.10.2016 | ნანახია 3502 - ჯერ

ტრადიცია ურღვევია - მჭედლიძეს პრო დ2-ში გააქვს

საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში კლუბში შუამარბად თამაშობს, აგერ უკვე მესამე თამაშია მოედანს ულელოოდ არ ტოვებს.

ამჯერად თაზომ ლელო „ორიაკს“, 70-ე წუთზე დაუმიწა, როდესაც ჯარამის სწრაფად გათამაშების შემდეგ ბურთი მიიღო და ახლოდან მის მიძალებას აბა ვინ შეაჩერებდა. გარდა ამისა, მჭედლიძემ „აჟენის“ 6 ლელოდან კიდევ 2-ში მიიღო აქტიური მონაწილეობა, ნოემბრის ტესტ-მატჩებს საუკეთესო ფორმაში ხვდება და „ბორჯღალოსნების“ თავკაცს დიდი თავსატეხი გაუჩინა - დატოვოს ის გარემარბად, თუ ცენტრში გადაიყვანოს.

პრო დ2-ის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენი“ ლიდერს, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“ მასპინძლობდა. „აჟენმა“ ექვსის წილ ორი ლელო გაუშვა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და „ორიაკს“ ქულებით გაუტოლდა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილამდე დააქვეითა. მჭედლიძემ სრულად ითამაშა, სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო შარიქაძე, რომელიც ტრავმის გამო 18-დან 27-ე წუთამდე შეცვალეს და მერე 56-ე წუთამდე ითამაშა. შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ხატიაშვილმა.

ტური „პერპინიენისა“ და „უიონას“ შეხვედრით გაიხსნა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო გიორგი ვეფხვაძე განაცხადში არ იყო. „უიონამ“ ქულები ჯარიმებით აგროვა და მცირედი მარცხისთვის პრემიალური ქულაც აიღო, თუმცა 3 ლელო გაუშვა და პრემია მასპინძლებსაც დაუტოვა.

გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონმა“ შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“ 10:6 დაამარცხა. ორმა ქართველმა ლეგიონერმა შეცვლაზე ითამაშა - ნაცარაშვილმა 46-ე და სუთიაშვილმა 55-ე წუთიდან. მასპინძლები 22 წუთის შემდეგ 10:0 იგებდნენ, სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ჯარიმები გაიტანეს, ხოლო დანარჩენი 39 წუთი უქულოდ მიილია.

ბექა შეყლაშვილის „ალბიმ“ „ბიარიცი“ 27:20 დაამარცხა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.

ელიზბარ ყუფარაძის „დაქსმა“ ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ 33:27 დაამარცხა. ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ბეჟიაშვილი შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ორივე ტაიმი კარგად დაიწყეს და პირველში 16, ხოლო მეორეში 14-ქულიანი უპირატესობა მიიღეს, რისი დაძლევაც სტუმრებმა ვერ შეძლეს.

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია „კოლომიეს“, 28:33 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის 64-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა რუმინეთის ნაკრების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

ლაშა ლომიძის „ბეზიე“ ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონთან“ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:23 დამარცხდა. სტუმრები მე-20 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ, თუმცა 55-ე წუთისთვის 16:7, ხოლო 67-ე წუთისთვის 19:13 იგებდნენ. 75-ე წუთზე „ბეზიემ“ ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა გაწითლებულ დროზე საბედისწერო ჯარიმა გაუშვა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. ლომიძემ შეცვლაზე 67-ე წუთიდან ითამაშა.

საფრანგეთი. პრო დ2. VI ტური

პერპინიენი - უიონა 23:18

ალბი - ბიარიცი 27:20

კარკასონი - ანგულემი 10:6

კოლომიე - მონ დე მარსანი 33:28

დაქსი - ვანი 33:27

მონტობანი - ბურგუენი 51:7

ნარბონი - ბეზიე 23:22

აჟენი - ორიაკი 40:27

1.

აჟენი

6

4

1

1

152:143

19

1

2.

ორიაკი

6

4

0

2

164:115

19

3

3.

კოლომიე

6

4

0

2

140:109

17

1

4.

ანგულემი

6

4

0

2

106:109

17

1

5.

დაქსი

6

4

0

2

139:153

17

1

6.

ბეზიე

6

3

0

3

141:115

15

3

7.

მონტობანი

6

3

0

3

142:104

14

2

8.

კარკასონი

6

3

1

2

111:117

14

0

9.

უიონა

6

2

0

4

161:136

13

5

10.

ვანი

6

2

2

2

125:123

13

1

11.

მონ-დე-მარსანი

6

2

0

4

128:132

12

4

12.

ბურგუენი

6

2

1

3

109:138

12

2

13.

ალბი

6

2

1

3

142:172

10

0

14.

ბიარიცი

6

2

0

4

132:125

10

2

15.

პერპინიენი

6

2

0

4

102:149

10

2

16.

ნარბონი

6

2

0

4

99:153

8

0

VII ტური. 13, 14 და 16 ოქტომბერი

ბეზიე - პერპინიენი, ანგულემი - დაქსი, ბიარიცი - კარკასონი, ბურგუენი - აჟენი, მონ-დე-მარსანი - ალბი, ვანი - ნარბონი, უიონა - მონტობანი, ორიაკი - კოლომიე

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:36 | 12.10.2016
deqstera (86)

შარიქაძე არის ძალიან ჭკვიანი მოთამაშე და ლელოებს თავი დავანებოთ და ისე შევაფასოთ ორივეს თამაში, მიუხედავად იმისა რომ თაზო ძალიან მომწონს და პატარა რომ იყო იმ დროიდან ვფიქრობდი რომ დიდ რაგბს ითამაშებდა, შარიქაძე უფრო ჭკვიანი მოთამაშეა და ტიპს თუ დაუკვირდებით დაცვაში თამაშისას ბოჭვას თითქმის არაცუდებს...

13:22 | 11.10.2016
buratino (480)

სუპერ თაზო! მართლა მაგრად მოუმატა და ნაკრების უპირობო ლიდერია უკანახაზელებში. ბუკას რაც შეეხება, დროა რომ სარგებლიანობას მოუმატოს! და საერთოდ, ჩვენს ეროვნულ გუნდში კონკურენცია უკანა ხაზში უნდა გაიზარდოს და ბუკამაც ეს იგრძნოს თორემ არავინ არაა შეუცვლელი

11:51 | 11.10.2016
krasni (587)

თაზო გახდა მეტი ღონიერი და მეტი სწრაფი, უჭირთ შეკავება.

10:54 | 11.10.2016
zangura (109)

ბუკამ ბოლოს ლელო მემგონი 90-იანებში დადო.

თაზო საღოლ ..

21:01 | 11.10.2016
jora84 (183)

შარშან დაუდო მონ დე მარსანს პროდ2ის ბოლო ტურში

10:33 | 11.10.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი აწყვეტილი აქვს თაზოს, იმედია ნოემბერში საქართველოს მეტოქეებსაც დაალელოვებს.

22:05 | 10.10.2016
geogoli (367)

თაზომ მაგრად მოუმატა, ნაკრებშიც ველით მის ლელოებს. სამწუხაროდ ბუკა ჯერ ვერ არის ისე მაგრად როგორც მისგან ველოდით.

0.085498