ინგლისი

15:53 | 10.10.2016 | ნანახია 3106 - ჯერ

ენდნენ და დაამიწა

საქართველოს ნაკრების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, ინგლისის პრემიერშიპის მიმდინარე სეზონის პირველ 5 ტურში შეცვლაზე ითამაშა, გასულ შაბათს „ვუსტერის“ ხელმძღვანელობამ მას სასტარტო შემადგენლობაში ანდო ადგილი და 29 წლის მორაგბემ ამ ჩემპიონატში პირველი ქართული ლელო გაიტანა.

მისი „ვუსტერი“ სტუმრად „ლესტერს“ ეთამაშებოდა და 21-ათასამდე მაყურებელმა მასპინძელთა 4 ლელო იხილა. განსაკუთრებით ლამაზი „ვეფხვების“ მეორე ლელო იყო, როდესაც ტონგელმა ფულბეკმა ტელუსა ვეაინუმ ფაქტობრივად მთელი გუნდი მოატყუა, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ბურთი ძელებსუკან დაამიწა - 20:0. მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, 64-ე წუთზე სამოელი მულიპოლას ლელოს, 4 წუთში ჯაბამ უპასუხა - ის მოლის კუდში აკონტროლებდა ბურთს და მას დროულად მოწყდა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 14 ქულამდე დავიდა და ორივე გუნდი პრემიისთვის აგრძელებდა თამაშს. ის „ლესტერს“ ერგო, რადგან 76-ე წუთზე მეოთხე ლელო გაიტანა და 34:13 იმარჯვა.

გიორგი ნემსაძის „ბრისტოლი“ „ნიუკასლს“ ქართველი მეორეხაზელის გარეშე ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 0:19 აგებდა. მეორე ტაიმი სტუმრების იყო, რომლებმაც 62-ე წუთამდე ორი გარდასახული ლელო მიითვალეს და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - 19:14.

ტურის ცენტრალურ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა „სარასენსმა“ აქამდე დაუმარცხებელ „უოსპს“ 30:14 სძლია. ტაიმი ფრედ სრულდებოდა, თუმცა „სარასენსმა“ თავისი მეორე ლელოს დადება მოახერხა და 13:8 დაწინაურდა. მეორე ტაიმში „უოსპსმა“ ორჯერ შეძლო ჩამორჩენის 2 ქულამდე დაყვანა, თუმცა ჩემპიონმა დასკვნით 12 წუთში ძალისმიერ სტილში ორი ლელო დაამიწა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

„ექსეტერი“ „გლოსტერთან“ პრაქტიკულად მთელი თამაში აგებდა, თუმცა 13-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით მეოთხედში აღმოჩნდა, ორი ლელო დადო, ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებმა ბოლო ლელო გაწითლებულ დროზე დაამიწეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, თორემ მოგებაც შეიძლებოდა.

სხვა წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდების დარად, ინგლისურ გუნდებს ახლა ორი კვირით ევროთასები ელის და შიდა პირველობას 28 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

VI ტური

ბათი - სეილი 30:3

ექსეტერი - გლოსტერი 27:27

ჰარლიქუინსი - ნორთჰემპტონი 20:9

ლესტერი - ვუსტერი 34:13

ნიუკასლი - ბრისტოლი 19:14

სარასენსი - უოსპსი 30:14

1.

სარასენსი

6

5

0

1

175:59

25

5

2.

უოსპსი

6

5

0

1

210:127

23

3

3.

ბათი

6

5

0

1

172:84

22

2

4.

ლესტერ თაიგერსი

6

4

0

2

172:139

19

3

5.

ექსეტერ ჩიფსი

6

2

1

3

156:148

15

5

6.

ნიუკასლი

6

3

0

3

83:127

14

2

7.

სეილ შარქსი

6

2

1

3

120:149

13

3

8.

ჰარლიქუინსი

6

3

0

3

111:140

12

0

9.

ნორთჰემპტონი

6

2

0

4

102:114

11

3

10.

გლოსტერი

6

1

2

3

126:134

11

3

11.

ვუსტერ უორიორსი

6

1

2

3

106:172

9

1

12.

ბრისტოლი

6

0

0

6

82:222

2

2

VII ტური. 28-30 ოქტომბერი

ნორთჰემპტონი - გლოსტერი, ბრისტოლი - სეილი, ჰარლიქუინსი - ვუსტერი, სარასენსი - ლესტერი, უოსპსი - ნიუკასლი, ექსეტერი - ბათი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:32 | 11.10.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები ჯაბას.

0.093798