ლეგიონერები

18:24 | 9.10.2016 | ნანახია 3214 - ჯერ

ბრეგვაძის პირველი და მჭედლიძის ზედიზედ მესამე ლელო

შაბათ-კვირას ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მორიგი ტურის თამაშები გაიმართა და უკვე ტრადიციულად, მას ქართული ლელოების გარეშე არ ჩაუვლია.

ინგლისის „ავივა პრემიერშიპში“ პირველი ქართული ლელო ვიხილეთ. მე-6 ტურში, მიმდინარე სეზონში პირველად ჯაბა ბრეგვაძე „ვუსტერის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 68-ე წუთზე საკუთარი გუნდის მოლი ლელოთი დააგვირგვინა. სამწუხაროდ, ამან თამაშის საერთო სურათი ვერ შეცვალა „ლესტერმა“ 34:13 იმარჯვა.

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში ზედიზედ მესამე თამაშია ლელოს დებს საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელიც კლუბში შუამარბად, იგივე მეორე მგეზავად თამაშობს. მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მისი „აჟენი“ „ორიაკს“ მასპინძლობდა და 40:27 დაამარცხა, ხოლო მჭედლიძემ თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა. მან მასპინძლების მე-6 ლელო მიითვალა და „აჟენს“ პრემიალური ქულა დაუბევა.

ევროპის წამყვანი ჩემპიონატების სრული მიმოხილვები ორშაბათს იხილეთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:34 | 09.10.2016
პანტელეიმონი (1218)

+2

0.119484