საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონი პრო დ2, ორკვირიანი შესვენების შემდეგ გუშინ განახლდა და ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონა“ „პერპინიენთან“ 18:23 დამარცხდა.
კვირას, 9 ოქტომბერს, ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს პრო დ2-ის ორი ყველაზე ქართული გუნდი - „აჟენი“ და „ორიაკი“ შეერკინება. მანამდე, დღეს 6 თამაშია და ხუთი მათგანი 22 საათზე, ხოლო ერთი ნახევარი საათის შემდეგ დაიწყება.
გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემს“ მასპინძლობს. მატჩში მონაწილეობას ორი ქართველი ლეგიონერი მიიღებს და ორივე თადარიგშია - ნაცარაშვილი და სუთიაშვილი.
მიმდინარე სეზონში მეოთხე თამაშს იწყებს სასტარტო შემადგენლობაში „ალბის“ ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომლის გუნდი „ბიარიცს“ დაუხვდება.
ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანს“ დაუხვდება და მოედანზე ორ ქართველ ბურჯს ვიხილავთ. ყუფარაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო ბეჟიაშვილი სტუმართა თადარიგში.
ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ სტუმრად რუმინეთის ნაკრების ქართველი კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიეს“ შეხვდება. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა 8 ნომერი განაცხადში არაა, ხოლო ტურაშვილი თადარიგშია.
დღის ბოლო მატჩში ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონი“ ლაშა ლომიძის „ბეზიეს“ შეხვდება. სტუმართა თადარიგშია ლომიძე.
საფრანგეთი. პრო დ2. VI ტური
7 ოქტომბერი
ალბი - ბიარიცი [22:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422817/1/albi-vs-biarritz-olympique-live-stream-online.html
კარკასონი - ანგულემი [22:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422818/1/carcassonnaise-vs-angouleme-live-stream-online.html
კოლომიე - მონ დე მარსანი [22:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422819/1/colomiers-vs-stade-montois-live-stream-online.html
დაქსი - ვანი [22:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422820/1/us-dax-vs-vannes-live-stream-online.html
მონტობანი - ბურგუენი [22:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422821/1/us-montauban-vs-cs-bourgoin-jallieu-live-stream-online.html
ნარბონი - ბეზიე [22:30 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422822/1/narbonne-vs-beziers-live-stream-online.html
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია