ტესტ-მატჩები

11:46 | 7.10.2016 | ნანახია 3419 - ჯერ

Worldrugby: ნოემბრის ტესტების განრიგი

მალე წლის სანაკრებო სეზონის კულმინაცია, ნოემბრის ტესტ-მატჩები გაიმართება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. სარაგბო სამყაროს პირველი და მეორე დონის ქვეყნები თავბრუდამხვევ რკენებს შეუდგებიან. დღეს, მსოფლიო რაგბმა ნოემბრის ტესტ მატჩების განრიგი საბოლოოდ დაადასტურა, რის მიხედვითაც ჯამში 28 ნაკრები 47 მატჩს გამართავს.

წელს, როგორც მოგეხსენებათ ბორჯღალოსნები შინ ორ ტესტს გამართავენ - 12 და 19 ნოემბერს, შესაბამისად იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ, ხოლო 26 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ქილმარნოქში ესტუმრება შოტლანდიას.

ნოემბრის ტესტებისთვის მზადება სამწვრთნელო შტაბმა უკვე კაი ხანია რაც დაიწყო. ცოტაოდენი ხნის წინ მილტონ ჰეიგი და ბორჯღალოსნების მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე ლეგიონერებს თავ-თავიანთ კლუბებში ესტუმრნენ და ნოემბრის ტესტების სამზადისი დაგეგმეს. ამაზე ვრცლად მოგვაინებით გაცნობებთ, როდესაც ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ტესტებისთვის გაფართოებულ რაზმს დაასახელებს.

მანამდე კი გთავაზობთ მსოფლიო რაგბის სტატიას წლევანდელი ნოემბრის ტესტების განრიგისა და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით სანაკრებო პროგრამებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

მეორე დონის ქვეყნებისთვის მაღალი დონის მატჩების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო რაგბი ინვესტირებას განაგრძობს, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო რაგბისა და მომავალი მსოფლიო თასების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

ვიდრე 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება გაისად მაისში შემდეგ, უფრო მნიშვნელოვან, ჯგუფების განაწილების სტადიოაში შევა, მასპინძლები ევროპისკენ აიღებენ გეზს, სადაც ჯერ ბორჯღალოსნებს, შემდეგ უელსსა და ფიჯის ერკინებიან.

ირლანდია დუმბლინში კანადას უმასპინძლებს. ინგლისი კი 2015 წლის მსოფლიო თასის გახსნით მატჩს გაიმეორებს, როდესაც ფიჯის თვიქენჰემზე ერკინება. სამოა ჯერ საფრანგეთს ტულუზაში ეთამაშება, შემდეგ კი საქართველოს თბილისში ესტუმრება. ბორჯღალოსნები წლის ბოლო ტესტში კი შოტლანდიას ქილმარნოქში ერკინებიან.

მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელის, მარკ იგანის თქმით: „მსოფლიო რაგბი მხარს უჭერს მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამებს, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობდა და მორაგბეებს მიეცეთ მაღალი დონის ტესტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ჩვენი 50 მილიონ გირვანქიანი ინვესტიცია მიმართულია იმ მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამების მიმართ, რომლებმაც ბოლო 4 წლიან ციკლში მატჩებში ყველაზე ცოტა ქულა გაუშვეს პირველი დონის ნაკრებებისგან და 2015 წლის მსოფლიო თასზე, წინა ტურნირებთან შედარებით ყველაზე მეტი ლელო დადეს.

„2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებისას ჩვენ მიზანს წარმოადგენს, რომ ნაპრალი პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდეს ახალი 4 წლიანი ციკლის განმავლობაში შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებით, რისთვისაც მომავალი ნოემბრის ტესტები წარმოადგენს, როგორც მნიშვნელოვან ინვესტიციას, ასევე შეფასების ინსტრუმენტს.“

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:45 | 07.10.2016
aiarugby (20)

მე მჯერა სამივე თამაშს მოვიგებთ
იმიტომ რომ
რაგბი ჩვენი თამაშია

16:20 | 07.10.2016
buratino (480)

სხვა ნაკრებების არ ვიცი და, ჩვენ ეს ნაპრალი არათუ უნდა შევამციროთ, არამედ უნდა ამოვავსოთ (ახლო მომავალში)

18:38 | 07.10.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

13:13 | 07.10.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია მართლაც შემცირდება ნაპრალი

0.087036