საქართველოს ეროვნული ნაკრები 2016 წლის ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან გამართავს. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, „ბორჯღალოსანთა“ საწვრთნელი შემადგენლობის ოფიციალურ დასახელებას მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ, მოწინააღმდეგეებმა კი, საზოგადოებას გაფართოებული შემადგენლობები უკვე წარუდგინეს.
იაპონიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა უკვე შეარჩია ის 36 მორაგბე, რომელთა იმედი ნოემბერში გასამართ 4 მატჩში ექნება. ეს მისი პირველი შემადგენლობაა იაპონიის ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში, უკვე ვწერდით, რომ აზიელებს სამი ლიდერი - კაპიტანი მაიკლ ლეიტჩი, მთავარი დამრტყმელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე აიუმუ გორომარუ და ჰენდრი ტუი დააკლდებიან.
ჯოზეფის საწვრთნელი რაზმი 36 მორაგბისგან შედგება და იაპონია 5 ნოემბერს ტოკიოში არგენტინას დაუხვდება, რის შემდეგაც გეზს ევროპისკენ აიღებენ. როგორც მწვრთნელისგან ირკვევა, ზემოთნახსენები სამეულის გარდა, მომავალი თამაშებისთვის იაპონია კიდევ რამდენიმე მორაგბეს მოისაკლისებს.
„სხვადასხვა მიზეზების გამო, დაახლოებით 10 მორაგბე მოვისაკლისეთ და შედეგად, არჩევანი შევაჩერეთ იმ ახალ მოთამაშეებზე, რომლებმაც იაპონიის ტოპ-ლიგაში თამაშისას თავი გამოიჩინეს. მათ დაიმსახურეს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის შანსი. ახალგაზრდებმა ეს შანსი საქმისადმი დამოკიდებულებით მიიღეს და მოუთმენლად ველი მათთან მუშაობის დაწყებას“ - ამბობს ჯოზეფი.
36 მორაგბეს შორის 15 დებიუტანტია, თუმცა გუნდში არიან ცნობილი სახეებიც - ჰიტოში ონო, კენსუკე ჰატაკეიამა და ფუმიაკი ტანაკა. ჯეიმის დებიუტანტების კვალობაზე გამოცდილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს:
„გამოცდილი მორაგბეების გუნდში ყოლა უმნიშვნელოვანესია, რათა სტაბილურად გამოვიდეთ. ჩვენ ვიცით რა შეუძლიათ მათ ასეთ დონეზე და მათი გამოცდილება მომავალ თამაშებში გადამწყვეტი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის უმთავრესი სამომავლო პერსპექტივაა.
პირველ ეტაპზე მოვაწყობთ მინი-ბანაკს, სადაც გავეცნობით მოთამაშეებს და მათ მივცემთ დავალებებს. არგენტინასთან თამაშამდე, რეალურად მოსამზადებლად 6 დღე გვექნება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ გუნდის კაპიტანიც. მოთამაშეებთან მექნება ინდივიდუალური საუბრები, რათა სწრაფად მოხდეს ლიდერის შერჩევა. თუ გვსურს მაღალ დონეზე გასვლა, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის ასეთი საუბრები აუცილებელია“.
გარდა არგენტინისა და საქართველოში, ნოემბრის ტესტებზე იაპონია 19-ში კარდიფში უელსს, ხოლო 26-ში საფრანგეთის ქალაქ ვანში ფიჯის შეხვდება.
იაპონიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2016 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებზე:
■Forwards:
Name | Club Team | Graduate | cm | kg | D/O/B | Caps |
Samuela ANISE | CANON Eagles | Fiji Institute of Technology | 198 | 118 | 1986/8/30 | – |
Heiichiro ITO | YAMAHA Jubilo | Waseda Univ. | 175 | 115 | 1990/10/5 | – |
Keita INAGAKI | PANASONIC Wild Knights | Kanto Gakuin Univ. | 186 | 116 | 1990/6/2 | 13 |
Malgene ILAUA | TOSHIBA Brave Lupus | Teikyo Univ. | 187 | 105 | 1993/6/5 | – |
Kazuhiko USAMI | CANON Eagles | Ritsumeikan Univ. | 197 | 117 | 1992/3/17 | 9 |
Hitoshi ONO | TOSHIBA Brave Lupus | Nihon Univ. | 192 | 105 | 1978/5/6 | 98 |
Kyosuke KAJIKAWA | TOSHIBA Brave Lupus | Fukuoka Institute of Technology | 188 | 105 | 1987/9/5 | – |
Takeshi KIZU | KOBE STEEL Kobelco Steelers | Tokai Univ. | 183 | 114 | 1988/7/15 | 43 |
Naohiro KOTAKI | TOSHIBA Brave Lupus | Teikyo Univ. | 194 | 110 | 1992/6/13 | 7 |
Yoshitaka TOKUNAGA | TOSHIBA Brave Lupus | Kwansei Gakuin Univ. | 185 | 100 | 1992/4/10 | – |
Shunsuke NUNOMAKI | PANASONIC Wild Knights | Waseda Univ. | 178 | 96 | 1992/7/13 | – |
Kensuke HATAKEYAMA | SUNTORY Sungoliath | Waseda Univ. | 178 | 113 | 1985/8/2 | 75 |
Takeshi HINO | YAMAHA Jubilo | Doshisha Univ. | 172 | 100 | 1990/1/20 | – |
Shota HORIE | PANASONIC Wild Knights | Teikyo Univ. | 180 | 104 | 1986/1/21 | 44 |
Shuhei MATSUHASHI | RICOH Black Rams | Meiji Univ. | 180 | 99 | 1993/11/24 | – |
Amanaki Lelei MAFI | NTT COMMUNICATIONS Shining Arcs | Hanazono Univ. | 189 | 112 | 1990/1/11 | 9 |
Masataka MIKAMI | TOSHIBA Brave Lupus | Tokai Univ. | 178 | 115 | 1988/6/4 | 33 |
Yuhimaru MIMURA | YAMAHA Jubilo | Meiji Univ. | 178 | 96 | 1989/2/27 | – |
Koki YAMAMOTO | YAMAHA Jubilo | Kinki Univ. | 181 | 118 | 1990/10/29 | – |
■Backs
Name | Club Team | Graduate | cm | kg | D/O/B | Caps |
Takahiro OGAWA | TOSHIBA Brave Lupus | Nihon Univ. | 172 | 73 | 1991/3/18 | – |
Jumpei OGURA | NTT COMMUNICATIONS Shining Arcs | Waseda Univ. | 172 | 80 | 1992/7/11 | – |
Kosei ONO | SUNTORY Sungoliath | Christchurch Boys HS | 171 | 82 | 1987/4/17 | 34 |
Male SAU | YAMAHA Jubilo | Tangaroa College | 184 | 98 | 1987/10/13 | 27 |
Yasutaka SASAKURA | PANASONIC Wild Knights | Kanto Gakuin Univ. | 186 | 92 | 1988/8/4 | 3 |
Harumichi TATEKAWA | KUBOTA Spears | Tenri Univ. | 180 | 95 | 1989/12/2 | 46 |
Fumiaki TANAKA | PANASONIC Wild Knights | Kyoto Sangyo Univ. | 166 | 72 | 1985/1/3 | 54 |
Hikaru TAMURA | TOSHIBA Brave Lupus | Meiji Univ. | 180 | 90 | 1993/9/12 | – |
Yu TAMURA | NEC Green Rockets | Meiji Univ. | 181 | 91 | 1989/1/9 | 38 |
Kenki FUKUOKA | PANASONIC Wild Knights | Univ. of Tsukuba | 175 | 83 | 1992/9/7 | 17 |
Yoshikazu FUJITA | PANASONIC Wild Knights | Waseda Univ. | 184 | 90 | 1993/9/8 | 29 |
Karne HESKETH | Munakata SANIX Blues | Univ. of Otago | 178 | 100 | 1985/8/1 | 14 |
Tim BENNETTS | CANON Eagles | Pennant Hills HS | 183 | 94 | 1990/8/1 | 5 |
Kotaro MATSUSHIMA | SUNTORY Sungoliath | Toin Gakuen HS | 178 | 87 | 1993/2/26 | 18 |
Yuki YATOMI | YAMAHA Jubilo | Waseda Univ. | 176 | 85 | 1985/2/16 | 16 |
Lomano Lava LEMEKI | HONDA Heat | Runcorn HS | 177 | 92 | 1989/1/20 | – |
Amanaki LOTOAHEA | RICOH Black Rams | Hanazono Univ. | 191 | 107 | 1990/4/14 | – |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არგენტინა არასერიოზულად არცერთმეტოქეს არუდგება და ამას არც იაპონიასთან გააკეთებს, ასე რომ დიდი შანსია დამარცხებულები გვესტუმრონ..
თან გორომარუს სახით ძალიან დიდი ძალა დააკლდებათ
საინტერესოა რა შემადგენლობას მოვუყრით თავს საშემოდგომო ტესტებისთვის, განსაკუთრებით საშოტლანდიოთ.
და რატომღაც მგონია არგენტინას მოუგებს და დანარჩენ სამს წააგებს
მე კიდე მგონია რო მარტო ფიჯის მოუგებს, არგენტინა ძალიან ძლიერია და ზერელედაც არ მოეკიდება იაპონიას
კარგი ტესტები აქვს იაპონიას. ჩვენზე უკეთესი. ნუ არგენტინა და უელსი ძალიან კარგი ტესტებია
მიხეილ მესხზე ანუ.. სამოა მიგვეღო სხვაგან და იაპონია დინამოზე...გული დამწყდა
ორივე დინამოზე მიგვეღო რა უჭირდა, განსაკუთრებული აურა აქვს დინამოს სტადიონს და თამაშიც კარგი საყურებელია მიუხედავად იმისა რო საკმაოდ შორია
დინამოზე რატო არაა, რა ცუდია. აბა მაშ ლოკომოტივზეა?
2019 წლისთვის იაპონიის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ყველასთვის, ისეთი ტემპით ვითარდებიან და ისეთი ჩემპიონატი აქვთ მათგან ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად მოსალოდნელია. მიუხედავად მაგისა აუცილებლად უნდა მოვუგოთ და მჯერა მოვუგებთ კიდეც თუ ჩვენი ბიჭები ჯანმრთელად იქნებიან. იაპონია არგენტინასთან იქნება ნაომარი და პლიუს აკლიმატიზაციის პრობმლემა ექნებათ, რაც ჩვენთვის დამატებითი პლიუსია. თამაში დინამოზე რო ტარდებოდეს გაცილებით მაგარი იქნებოდა
უნდა ვაჯობოთ.