საფრანგეთი ტოპ-14

12:02 | 4.10.2016 | ნანახია 5424 - ჯერ

მამუკა გორგოძე: „შეუტიე, სანამ შეგიტევენ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. ტოპ 14-ის ბოლო ორი ტურია ის მოედანზე საუკეთესოა და რა თქმა უნდა სიმბოლურ ნაკრებშიც ხვდება.

აქ მეორე მომენტიცაა - 32 წლის მორაგბე საუკეთესო თამაშებს ატარებს და მატჩის-მოთამაშედ ასახელებენ ფრანგული რაგბის გრანდებთან, „კლერმონთან“ და მის ყოფილ კლუბ „მონპელიესთან“. ემოციური გამოხმაურებების შემდეგ, ვრცელდება ფრაგმენტები გორგოძის პრესკონფერენციიდან, რომელსაც ის „მონპელიესთან“ მატჩის შემდეგ დაესწრო.

გორგოძე ფიქრობს, რომ ამ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, გუნდმა „სეზონი დაიწყო“ და იქვე აღნიშნავს, რომ „მონპელიეს“ წინააღმდეგ სათამაშოდ, მუდამ განსაკუთრებული მონდომებით ემზადება:

„მონპელიე“ მუდამ იქნება ჩემს გულში. როდესაც იქ ჩავედი, რაგბის თამაში თითქმის არ ვიცოდი და მხოლოდ სამი წლის შემდეგ ვისწავლე რაღაცეები. ამ გუნდის წინააღმდეგ მუდამ განსაკუთრებული მონდომებით გავდივარ მოედანზე, თუმცა ეს სიბრაზით არაა გამოწვეული. „მონპელიესთვის“ მუდამ განსაკუთრებით ვემზადები, რადგან ვიცი, რომ მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქეს თამაშის დალაგების საშუალება არ მივეცით, პირველივე წუთებიდან წნეხის ქვეშ მოვაქციეთ, შევუტიეთ და ამან გაამართლა.

ქართულში არის ფრაზა - „შეუტიე, სანამ შეგიტევენ“ და მე ის მომწონს. ვფიქრობ, ამ ორი მოგების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ტულონისთვის“ სეზონი დაიწყო. მაგრამ ჩვენი საქმე თამაშია და არა ლაყბობა. მომდევნო შეხვედრის წაგების უფლება არ გვაქვს“.

გორგოძემ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა, პოზიციაზე, სადაც თამაში არ ხიბლავს, თუმცა სწორედ იქ იწყებოდა მისი კარიერა. „მონპელიესთან“ მისი შემოქმედებითი მხარე განსაკუთრებით მაღალი იყო, მამუკას მონდომების შემხედვარე, ჟურნალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და თვით „მონპელიეს“ საიტზეც კი დაიწერა, რომ მამუკას ლიდერობით „ტულონმა“ მეტოქე სრულად დაჩაგრა რაქებსა და მოლებში. ამ ყველაფრის ფონზე ჟურნალისტებს ლოგიკურად უჩნდებათ კითხვა: გორგოძე „ტულონის“ ლიდერად იქცა? რაზეც „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანი პასუხობს, რომ გუნდში მრავლად არიან ლიდერები და ის ამაზე სულაც არ ფიქრობთ:

„გუნდში ლიდერები მრავლად არიან. მე ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე და გუნდის წარმატებაში საკუთარ როლზე. „ტულონში“ უდიდესი მორაგბეები თამაშობენ. მოგებული თამაშის შემდეგ ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონის სტარტზე ჩვენი წარუმატებლობებით ხარობდნენ: „ტულონი“ არ მომკვდარა და მისი მოშლა ასე მარტივად ვერ მოხდება. არის რაღაც დეტალები, რომლებსაც გაუმჯობესება ჭირდება, თუმცა ასე იყო გასულ სეზონშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ის გუნდი აღარ ვართ, რაც შარშან ვიყავით და დასალაგებლად დრო გვჭირდება, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:26 | 05.10.2016
პანტელეიმონი (1218)

ბუმბერაზი აღნაგობის მამუკა, მამაშენი (ღმერთმა აცხოვნოს) მახსენდება ყოველთვის შენზე რომ არის ლაპარაკი, ჩემო მამუკა.

19:03 | 04.10.2016
temuchin (431)

საამაყო ადამიანი და ეპოქალური ფიგურა მსოფლიო რაგბის ისტორიაში!

17:31 | 04.10.2016
buratino (480)

კაცური კაცი და მისაბაძი ადამიანი უპირველესად თავისი მენტალობით

17:02 | 04.10.2016
krasni (587)

ეს ის შემთხვევაა, როცა კარგი სპორტცმენი კარგი კაციც არის.

17:00 | 04.10.2016
Torres9 (48)

კაცი ხარ გენაცვალე

16:04 | 04.10.2016
BEERTRANCE (1073)

მაგიტომაც ხარ ბუმბერაზი ადამიანი ჩვენო გორგოძილა.

გეხვეწები ტვინი არ გადაგიბრუნდეს და მთელმა საქართველომაც რო გთხოვოს არასდიდებით არ წახვიდე პოლიტიკაში.

12:36 | 04.10.2016
baqo22 (10)

დიდი ადამიანი დიდი სოპორტსმენი!!! გაიხარე მამუუ

0.089105