ამბები

11:45 | 10.04.2016 | ნანახია 1032 - ჯერ

მასშტაბური ფესტივალი ფოთში

ფოთის სარაგბო სტადიონზე 9 აპრილს დასავლეთ საქართველოს რეგიონების ბავშვთა გუნდებს [2002-2003 წლებში დაბადებულები] შორის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა.

თარიღი სიმბოლურად შეირჩა და ფესტივალი 1989 წლის 9 აპრილს დაღაპულთა ხსოვნას მიეძღვნა. ყველას ახსოვს ის გმირობა, რომელიც იმ დღეს ქართველმა მორაგბეებმა ჩაიდინეს - რომ არა მორაგბეების თავდადება, რომლებმაც საბჭოთა ჯარს შიშველი ხელებით გაუწიეს წინააღმდეგობა, დრო მოიგეს და ქალებს და მოხუცებს იმ ადგილიდან გაცლის საშუალება მისცეს, მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდა.

ფესტივალში 30 გუნდის 500-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მათ წუთიერი დუმილით და მერე თამაშით, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ვეტერანმა მორაგბეებმა: ზურა ხარშილაძემ, სოსო დიაკონიძემ და დავით კილასონიამ, მოზარდებს მოუთხრეს იმ საშინელი დღის პერიპეტიები, როდესაც ქართველი მორაგბეების შემართებით ასეული ადამიანების სიცოცხლე გადარჩა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.190188