2002 წლის ოქტომბერში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 17:13 დაამარცხა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, სათამაშო სახეობებში მსოფლიო თასზე გავიდა.
ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის ინიციატივით, დღეს 4 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, 17 საათზე სიმბოლური მატჩი დაიწყება.
თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ის ვეტერანები, რომლებიც ამ გმირობის უშუალო შემოქმედნი არიან. მათ შორის იქნება საქართველოს რაგბის კავშირის იმდროინდელი პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე და სავარაუდოდ რამდენიმე მორაგბე, რომლებმაც ამ უდიდესი წარმატებისთვის 14 წლის წინ მოედანზე სისხლი და ოფლი დაღვარეს - ლევან ცაბაძეს, კახა ალანიას, ირაკლი აბუსერიძეს და სხვები. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ შემდგომი თაობის „ბორჯღალოსნებიც“. მოედანზე ვიხილავთ ვეტერან მორაგბეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს.
მას შემდეგ 14 წელიწადი გავიდა და 2019 წელს საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო თასზე. ქართული რაგბი დღეს ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა, ამაში კი, 2002 წელს „ეროვნულზე“ მოპოვებული გამარჯვების ფასი ძალიან დიდია. ვფიქრობ, ვეტერანები იმსახურებენ, რომ კიდევ ერთხელ იგრძნონ სიყვარული ქართული რაგბის ქომაგისგან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მადლობა იმ თაობას და მთლიანად ქართულ სარაგბო ოჯახს !
დიდი მადლობა რაგბის დიდ ოჯახს ! ! !
სანამ სამსახურიდან 6-ზე გავალ და სტადიონამდე მივაღწევ ქე დამთავრდება.