ტოპ 14

21:45 | 3.10.2016 | ნანახია 3755 - ჯერ

გორგოძე და კაკოვინი სიმბოლურში [+ვიდეო]

ბოლო ტურების ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა. ერთ-ერთი რა თქმა უნდა „ტულონის“ ლიდერი მამუკა გორგოძეა, ხოლო მეორე „ტულუზის“ ბურჯი ვასილ კაკოვინი. თუ კაკოვინმა თამაში ასე გააგრძელა, ეგებ კლუბის ხელმძღვანელობამაც გადაიფიქროს მასთან განშორება და კონტრაქტი, რომელსაც ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, გაუხანგრძლივოს.

მამუკა გორგოძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა მთელს პლანეტაზე.

"გორგოძე კვლავ მეფობს", "ისევ საუკეთესოთა სათავეში", "დაფნის გვირგვინის კავალერი" - ასეთი სათაურებით იყო აჭრელებული სხვადასხვა მოწინავე ფრანგული თუ ევროპული ინტერნეტ გამოცემების მთავარი ფურცლები, რომლებიც კვირას ტოპ14-ის მეშვიდე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად შერაცხული ტულონსა და მონპელიეს შორის გამართული მატჩის განხილვას მიეძღვნა.

ქართველ გოლიათს მართლაც ზეობის დრო უდგას. სეზონის დასაწყისში ტულონის ბოსების თხოვნით დროებით ამპლუა შეცვლილი და მესამე ხაზიდან მეორეში გადაბარგებული გორგოძე კიდევ უფრო გულიანად ათამაშდა. ასევე ჩინებულად მოასპარეზე სამუ მანოასთან ერთად ძლიერი ტანდემი შექმნა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას გამორჩეულია ფრანგულ ტოპ ლიგაში და შიშის ზარს სცემს ევროპის საუკეთესო გუნდების დაცვის ხაზებს.

გასულ ტურში ჩემპიონატის ლიდერის კლერმონის დამარცხებაში გორგოძემ ლომის წვლილი შეიტანა. მოედანზე ხომ გამორჩეული იყო, გადამწყვეტი ლელოც შეიტანა და დამსახურებულად მოხვდა იმ ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ჩვენმა მორაგბამ ამჯერადაც ბენეფისი მოიწყო. არადა მონპელიე სულაც არ გახლავთ სუსტი და მეორე როლებზე მყოფი გუნდი. პირიქით, ბოლო წლების მუდმივად ხვდება საპლეიოფო ზონაში და ამ სეზონშიც ჩემპიონობისთვის მებრძოლ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გორგოძის კარგი თამაში კიდევ უფრო დასაფასებელია. სწორედ ქართველის დამსახურება იყო ის, რომ პირველ ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი - ტულონი ჩანდა. მამუკა ყველგან იყო, შეტევასაც ის იწყებდა, რაქებშიც ყველაზე მეტს აქტიურობდა და აუტებშიც თითქმის ყველა ბურთი მასზე მიდიოდა.

შეხვედრის პირველ მეოთხედში გაცვლილი თითო შედეგიანი ჯარიმის შემდეგ ტულონმა ინიციატივა სრულად იგდო ხელთ, 10-წუთიანი გამალებული შტურმი მოაწყო, რაც ლოგიკური ლელოთი დაგვირგვინდა.

33-ე წუთზე მორიგი ჯარიმა მასპინძლებმა აუტში გადაიტანეს. აუტი გორგოძემ მოიგო, მოლის შემკვრელის როლიც მოირგო და ჩვეულ სტილში ძალისმიერად თანაგუნდელებთან ერთად შეაღწია მონპელიეს ჩათვლის მოედანში. თუმცა, ბოლო წამს, როგორც ჩანს ჯაჯგურში ბურთი შერკინების კვაჭს გადააწოდა და ლელოს ავტორადაც ოფიციალურად გირადო დასახელდა, თუმცა ზოგიერთი გამოცემა და ვიდეო-მიმოხილვები ავტორად გორგოძეს ასახელებენ. გარდასახვა ჰალფპენიმ შეასრულა - 10:3. ამას ორიოდ წუთში უელსელი ფულბეკის ზუსტად შესრულებული ჯარიმაც მოჰყვა და გუნდები შესვენებაზე ათქულიანი სხვაობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში გორგოძემ კიდევ ერთი შედევრი შექმნა. მეტოქის ნახევარზე მძლავრი დარტყმებით წინ წაიწია და ოსტატური პასი შეაყოლა სიჩქარეაკრეფილ ლევან ჩილაჩავას, ვისი ასეთ მდგომარეობაში შეჩერება ურთულესი საქმეა. ეს ვერც მონპელიელებმა მოახერხეს. ქართველმა ბურჯმა 15 მეტრი მაინც მოიგო და ისეთი პლაცდარმი შექმნა, ლელოს გატანა მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო. რაქიდან ბურთი კვლავ გორგოძემ გამოიტანა, ოვალი ფლანგზე ჩათამაშდა სადაც ტუისოვას ჩაუვარდა ხელთ და ფიჯელმა გარემარბმაც ჩვეულ სტილში ფინტებით ლამაზად შეირბინა მეტოქის ჩათვლის მოედანში - 18:6.

მონპელიეს სამწვრთნელო შტაბი მიხვდა თამაში ხელიდან ეცლებოდათ და ბრძოლაში საუკეთესო მძიმე არტილერია ჩართეს - მოედანზე ქართული ბურჯების ტანდემი ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი შევიდა.

ინიციატივაც სტუმრებმა იგდეს ხელთ. განსაკუთრებით ნარიაშვილი აქტიურობდა და ყველა შეტევაში ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდა. ქართველთა სიძლიერით შეგულიანებული შერკინებაც მძლავრად გამოიყურებოდა, თუმცა თითქმის 15 წუთიანმა შტევებმა შედეგი ვერ გამოიღო. ტულონმა თავი კარგად დაიცვა, რის შედეგადაც მონპელიე გატყდა.

ახლა მხოლოდ ერთი მიზანი რჩებოდათ სტუმრებს, როგორმე ბონუს ქულით არ წაეგოთ მატჩი. საამისოდ შესაბამისი შეცვლების გააკეთეს და თამაშში დასვენებული მორაგბეები შეუშვეს. მათ შორის შალვა მამუკაშვილიც, ვისაც 11 წუთის გატარება მოუწია მოედანზე.

საქართველოს ნაკრების ბურჯი იმ დღეს იუბილარი გახლდათ, 26 წელი შეუსრულდა და ტოპ 14-ში თავის სადებიუტო მატჩში გაორმაგებული ენერგიით ჩაერთო ბრძოლაში, თუმცა ბევრი რამ ვერც მან შეცვალა. ტულონი შეუჩერებელი იყო. ბუჯელალის რჩეულმა ბიჭებმა იგრძნეს რა მეტოქის დაბნეულობა, ბოლო წუთებზე ბონუს ქულის მოსაპოვებლად შეუტიეს და წარმატებითაც. შეხვედრაში მესამე ლელო ჟილმა დაამიწა, რისი წყალობითაც ტულონმა ხუთი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 20 ქულით მესამე ადგილამდე აღზევდა.

მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ორივე გუნდის მოთამაშეებს შიურის უმაღლესი შეფასება 7.5 ქულაც დაუწერეს.

საფრანგეთი. ტოპ 14. VII ტური

კლერმონი - კასტრი 29:19

ბეიონი - ლიონი 22:22

პო - ბორდო 28:30

ტულუზი - გრენობლი 31:3

ბრივი - რასინგი 25:16

სტად ფრანსე - ლა როშელი 31:26

ტულონი - მონპელიე 28:6

1.

კლერმონი

7

4

2

1

223:150

23

3

2.

ლა როშელი

7

4

1

2

209:162

22

4

3.

ტულონი

7

4

0

3

179:154

20

4

4.

მონპელიე

7

4

0

3

176:124

19

3

5.

ტულუზი

7

4

0

3

145:135

18

2

6.

ბორდო

7

4

0

3

165:161

18

2

7.

ბრივი

7

4

1

2

158:178

18

0

8.

სტად ფრანსე

7

3

1

3

188:175

16

2

9.

კასტრი

7

3

1

3

179:139

16

2

10.

პო

7

3

0

4

157:174

15

3

11.

რასინგი

7

3

0

4

156:178

14

2

12.

ლიონი

7

2

2

3

138:174

13

1

13.

ბეიონი

7

1

2

4

117:177

8

0

14.

გრენობლი

7

1

0

6

138:247

6

2

VIII ტური. 8-9 ოქტომბერი

რასინგი - სტად ფრანსე, მონპელიე - კასტრი, ბორდო - ბრივი, გრენობლი - ბეიონი, ლა როშელი - ტულონი, ლიონი - პო, კლერმონი - ტულუზი

ირაკლი ხმელიძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:51 | 04.10.2016
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე მამუკა ! ! !

11:46 | 04.10.2016
buratino (480)

კარგია, ჩვენები ფორმაში არიან. ნოემბრის ტესტებზე პიკში უნდა იყვნენ და იქნებ შოტლანდიასთან ნანატრი შედეგიც დავდოთ

16:00 | 04.10.2016
BEERTRANCE (1073)

ახერხებ შოტლანდიაში წასვლას რო აპირებდი? მე არ გამომდის

17:37 | 04.10.2016
buratino (480)

ვერა სამწუხაროდ, ფინანსების უკმარისობა და სხვა მიზეზები...

11:38 | 04.10.2016
BEERTRANCE (1073)

კარგად დაიწყენ სეზონი ჩვენებმა

0.252292