ჯაბა ბრეგვაძი „ვუსტერმა“ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მე-5 ტურში საქართველოს ნაკრების კვაჭის გუნდმა „ნიუკასლს“ 11:9 აჯობა. შეხვედრის ერთადერთი ლელო მე-17-ე წუთზე სტუმართა შეცდომას მოყვა, რის შემდეგაც გუნდებმა ჯარიმებით აგროვეს ქულები. პირველ ტაიმში ლელოს დადება ვალ რაფავა-რუსკინსაც შეეძლო, როდესაც რაქიდან შეუტია, თუმცა ლელოში შესულს ბურთის დამიწების საშუალება არ მისცეს. ბრეგვაძემ შეცვლაზე 70-ე წუთიდან ითამაშა.
ინგლისი. ავივა პრემიერშიპი
V ტური
ბრისტოლი - სარასენსი 0:39
ნორთჰემპტონი - ექსეტერი 20:19
სეილი - ლესტერი 34:30
გლოსტერი - ბათი 6:15
უოსპსი - ჰარლიქუინსი 47:18
ვუსტერი - ნიუკასლი 11:9
1. | უოსპსი | 5 | 5 | 0 | 0 | 196:97 | 23 | 3 |
2. | სარასენსი | 5 | 4 | 0 | 1 | 145:45 | 20 | 4 |
3. | ბათი | 5 | 4 | 0 | 1 | 142:81 | 18 | 2 |
4. | ლესტერ თაიგერსი | 5 | 3 | 0 | 2 | 138:126 | 14 | 2 |
5. | სეილ შარქსი | 5 | 2 | 1 | 2 | 117:119 | 13 | 3 |
6. | ექსეტერ ჩიფსი | 5 | 2 | 0 | 3 | 129:121 | 12 | 4 |
7. | ნორთჰემპტონი | 5 | 2 | 0 | 3 | 93:94 | 11 | 3 |
8. | ნიუკასლი | 5 | 2 | 0 | 3 | 64:113 | 10 | 2 |
9. | გლოსტერი | 5 | 1 | 1 | 3 | 99:107 | 9 | 3 |
10. | ვუსტერ უორიორსი | 5 | 1 | 2 | 2 | 93:138 | 9 | 1 |
11. | ჰარლიქუინსი | 5 | 2 | 0 | 3 | 91:131 | 8 | 0 |
12. | ბრისტოლი | 5 | 0 | 0 | 5 | 68:203 | 1 | 1 |
VI ტური. 7-9 ოქტომბერი
ბათი - სეილი, ექსეტერი - გლოსტერი, ჰარლიქუინსი - ნორთჰემპტონი, ლესტერი - ვუსტერი, ნიუკასლი - ბრისტოლი, სარასენსი - უოსპსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია