იაპონიის ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგა და ცხადი გახდა, რომ მომავალ ოთხ თამაშში ტრავმების გამო სამ ლიდერს მოისაკლისებს.
აზიის საუკეთესო გუნდი 5 ნოემბერს ტოკიოში არგენტინას დაუხვდება, რის შემდეგაც გეზს ევროპისკენ აიღებს და პირველი გაჩერება 12 ნოემბერს თბილისში ექნება. თამაში „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება, მერე იაპონია დიდ ბრიტანეთში გადაინაცვლებს და 19 ნოემბერს კარდიფში უელსს შეხვდება, ხოლო 26 ნოემბერს საფრანგეთში, ქალაქ ვანში ფიჯის ეთამაშება.
დანაკლისს რაც შეეხება, უკვე ცნობილია, რომ ნოემბერში მოედანზე ვერ გავლენ გუნდი კაპიტანი მაიკლ ლეიტჩი, მთავარი დამრტყმელი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე აიუმუ გორომარუ და ფლანკერი ჰენდრი ტუი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია იაპონიასა და სამოას მოვუგებთ, თუმცა ადვილი თამაშები არ იქნება და შოტლანდიასთან მოგებაც თუნდაც მის სტადიონზე ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოთამაშეებიც ფორმაში შედიან, ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს არ გვყოლია..შოტლანდიას ძალიან გაუჭირდება ჩვენთან...
რა გორომარუ..
გორგოძე იქნება მოედანზე და მის თამაშს უყურეთ!
აუცილებლად უნდა ვაჯობოთ იაპონელებს და უფრო მეტიც, დრო მოვიდა სამივე ტესტმატჩი მოვიგოთ ! ! !
ისტორიას დარჩება შედეგი და არა ის რომ ამას ეს ყავდა და იმას ისო. კი საინტერესო იქნებოდა გორომარუს ხილვა. მარა მთავარია ვაჯობოთ.
რატომ გავიწყდებათ, რომ ჩვენ ამ შემოდგომაზე უფრო მეტის დამტკიცებას ვაპირებთ ვიდრე იაპონიის დამარცხებაა? ჰოდა დაივიწყეთ გაორებული გრძნობები, ძალიანაც კარგი თუ იაპონიაზე იმდენი ძალისხმევის შემთხვლევა არ დაგვჭირდება...და თუ შოტლანდიას დავამარცხებთ მაშინ არავინ გაიხსნებს იმას, რომ იაპონია შესუსტებული გვეწვია
გაორებული გრძნობა მაქვს. ერთი მხრივ კარგია რომ იაპონიას რამდენიმე ლიდერი (განსაკუთრებით გორომარუ) დააკლდება. თუმცა, მეორე მხრივ, მინდოდა რომ უძლიერესი შემადგენლობები დაჯახებოდნენ და დაგვემტკიცებინა რომ ამ ეტაპზე ჩვენ უკეთესები ვართ. თანაც, ძალიან არ მინდა,
ჩვენი ბიჭები ამ ფაქტორის გამო მოეშვნენ და მეტოქემ ამით ისარგებლოს (არა მგონია მარა მაინც)
რა თქმა უნდა უნდა დავადუღოთ. იაპონიას არაფერს ვერჩი, მაგრამ სად მაგენის ტესტები და სად ჩვენი.
ჯობდა ლიდერებით ჩამოსულიყვნენ და ისე მოგვეგო !
ერთით შანსი ასე გვეზრდება, მარგამ "ბაევოი" იაპონიასტან ჭიდილი (და ამ ჭიდილში შესაძლო რბევა) რომ ჯობია რად უნდა თქმა
ცუდია გორომარუ რომ ვერ მოდის, საინტერესო იქნებოდა მისი ნახვა
რაც ნაკლები ძალისხმევით მოვუგებთ მით კარგი, შოტლანდიისთვის დაგვეზოგება ენერგიები
რატომ აქვთ ამათ ოთხი ტესტი და ჩვენ სამი? იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ გაცილებით ძლიერ ორ მოწინააღმდეგეს ხვდება. სამხრეთ აფრიკის ერთი ძლევის დამსახურებით?
ფული ფულიიიიიი
იმიტომ რომ ჩვენზე ბევრი ფული აქვთ !