ინგლისი

15:16 | 2.10.2016 | ნანახია 1768 - ჯერ

რაფავა იწყებს, ბრეგვაძე თადარიგშია [+სთრიმები]

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“, ინგლისის პრემიერშიპის მე-5 ტურში დღეს „ნიუკასლს“ მასპინძლობს და სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

„ვუსტერმა“ საწყისი ოთხი თამაშოდან ორი ფრედ დაასრულა, ერთხელ პრემიალური ქულაც აიღო და ჯამში 5 მოაგროვა. ის „ნიუკასლს“ 4 ქულით ჩამორჩება და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსი ექნება. ბრეგვაძე მეხუთე მატჩშიც თადარიგშია, ხოლო ვალ რაფავა-რუსკინი თამაშს სასტარტოში იწყებს. მატჩი თბილისის დროით 18 საათზე იწყება.

პრემიერშიპის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი „უოსპსი“, ნახევარი საათით ადრე „ჰარლიქუინსს“ შეხვდება.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი. V ტური

უოსპსი - ჰარლიქუინსი [17:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412926/1/wasps-vs-harlequin-live-stream-online.html

ვუსტერი - ნიუკასლი [18:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412927/1/worcester-warriors-vs-newcastle-falcons-live-stream-online.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133181