ინგლისი

13:30 | 1.10.2016 | ნანახია 1348 - ჯერ

„ბრისტოლი“ ჩემპიონთან დამარცხდა [+სთრიმები]

გიორგი ნემსაძის „ბრისტოლი“ ქვეყნის ჩემპიონ „სარასენსს“ ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა, 11 600 გულშემატკივრის წინაშე 5 უპასუხო ლელო გაუშვა და 0:39 დამარცხდა.

„ავივა პრემიერშიპში“ მიმდინარე სეზონში აღზევებულმა მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ 0:10 ჩამორჩნენ, მეორე ტაიმში სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც სათანადოდ ასახეს, დასკვნით მეოთხედში სამი ლელო დადეს და პრემიაც მიითვალეს.

ანგარიში ალექს ლოზოვსკიმ ლელოთი გახსნა, ბენ სპენსერმა კი, გარდასახვას 22-ე წუთზე ჯარიმაც მიაყოლა. მეორე ტაიმის დებიუტში მანვე მეორე ჯარიმა გაიტანა, ხოლო 46-ე წუთზე ლოზოვსკიმ დუბლი შეასრულა და 0:20. უაილსმა მესამე ლელო საათის თავზე დაამიწა, ხოლო 71-ეზე ჯორჯმა სტუმრებს პრემია მოუტანა. მასპინძელთა რბევა ბოლოსწინა წუთზე კრუისმა დაასრულა.

„ბრისტოლისთვის“ ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია, ხოლო „სარასენსი“ მინიმუმ ხვალამდე ლიდერად დაბრუნდა.

დღის მეორე მატჩში, რომელშიც „ნორთჰემპტონი“ „ექსეტერს“ მასპინძლობდა, მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა და საყვარელი გუნდის ორი დაბრუნება იხილა. სტუმრები 16 წუთის შემდეგ ვუდბერნის ლელოთი და გარეთ სტენსონის ფეხჩუბინობით 13:0 იგებდნენ, თუმცა 2 წუთის ინტერვალში, 23-ე და 25-ე წუთებზე ჯორჯ ნორთისგან და რორი ჰათჩინსონისგან ორი ლელო მიიღეს, მალინდერმა ორივე გარდასახა და ტაიმი 14:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ სტენსონმა ორი ჯარიმით „ექსეტერი“ კვლავ დააწინაურა, თუმცა მალინდერმა 68-ე და 78-ე წუთებზე ასევე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და 20:19 „ნორთჰემპტონოს“ სასარგებლოდ.

დღეს ტურის კიდევ ორი მატჩია, ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ კი, „ჰარლიქუინსს“ ხვალ ეთამაშება.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

V ტური. 30 სექტემბერი

ბრისტოლი - სარასენსი 0:39

ნორთჰემპტონი - ექსეტერი 20:19

1 ოქტომბერი

სეილ შარქსი - ლესტერ თაიგერსი [17:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412924/1/sale-sharks-vs-leicester-tigers-live-stream-online.html

გლოსტერი - ბათი [18:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412925/1/gloucester-vs-bath-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.134032