საფრანგეთი ტოპ-14

12:39 | 1.10.2016 | ნანახია 1841 - ჯერ

ტოპ 14: ოთხგან მასპინძლები [+სთრიმები]

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-7 ტურში დღეს ხუთი თამაშია და ოთხ მათგანში ქართველი ლეგიონერები, უფრო ზუსტად ოთხი ბურჯი ითამაშებს. ქართველების გუნდები მასპინძლები არიან და ორი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო ორი თადარიგშია.

დღის პირველი თამაში თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება და დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“ „კასტრს“ დაუხვდება. მასპინძელთა განაცხადში დაბრუნდა ზირაქაშვილი, რომელსაც „ტულონთან“ არ უთამაშია და ახლა თადარიგშია.

20:30 საათზე პარალელურ რეჟიმში სამი თამაში იწყება და ორში ქართველი ლეგიონერების გუნდები თამაშობენ. დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონს“ მასპინძლობს, ხოლო ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ „გრენობლს“ დაუხვადება. კაკოვინი და ხინჩაგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არიან.

დღის ცენტრალურ მატჩში კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივი“ ქვეყნის ჩემპიონ „რასინგს“ ეთამაშება. ასიეშვილი მასპინძელთა თადარიგშია.

ხვალ ორი თამაშია და ორივეში ქართული დერბები უნდა შედგეს, შემადგენლობები კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საფრანგეთი. ტოპ 14. VII ტური

1 ოქტომბერი

კლერმონი - კასტრი [16:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419571/1/clermontvs-castres-olympique-live-stream-online.html

ბეიონი - ლიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419572/1/aviron-bayonnais-vs-lyon-live-stream-online.html

პო - ბორდო [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419573/1/section-paloisevs-bordeaux-begles-live-stream-online.html

ტულუზი - გრენობლი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419574/1/stade-toulousain-vs-grenoble-fc-live-stream-online.html

ბრივი - რასინგი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419575/1/ca-brive-vs-racing-92-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097148