კელტების ლიგა

11:54 | 1.10.2016 | ნანახია 1237 - ჯერ

პრო 12: ჩემპიონმა პირველად მოიგო [+სთრიმები]

„კელტების ლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა, ირლანდიურმა „კონახტმა“, პრო 12-ის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. მე-5 ტურში მან შოტლანდიურ „ედინბურგს“ უმასპინძლა და 28:15 ძლევასთან ერთად, 4 ლელოც გაიტანა და პრემია მიითვალა.

ეს იყო „კონახტის“ პირველი საჩემპიონო თამაში მიმდინარე სეზონში და შედეგიც ლოგიკური დადგა. ისინი უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ ფაქტობრივად ყველა კომპონენტში და შესვენებამდე ადეოლოკუნმა და რუმ ორი ლელო დადეს. მათ შორის ერთი ლელო გილჰირტსმა გაიტანა და ტაიმი 18:10 დასრულდა. თამაშის განახლებიდან ძალიან მალე, მესამე ლელო კელეჰერმა მიითვალა, ანგარიში მხოლოდ 71-ე წუთზე სტუმართა ირლანდიელი გარემარბის, ალენის ლელოთი შეიცვალა და სხვაობა 8 ქულამდე დავიდა, თუმცა 74-ე წუთზე „კონახტმა“ რობის ლელოთი უპასუხა, რითაც საკუთარ გუნდს პრემია და გამარჯვება ერთად დაუბევა.

ეს ჩემპიონისთვის არა მხოლოდ პირველი გამარჯვება, არამედ პირველი ქულები იყო.

მეორე შოტლანდიურმა გუნდმა „გლაზგო უორიორსმა“ უელსში „ნიუპორტი“ დაამარცხა - 26:17. პირველი ნახევარი საათი სტუმრების იყო, ფინ რასელის ორ ჯარიმას ფლინის ლელო და იმავე რასელის გარდასახვა მოყვა და 13:0. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 43-ე წუთზე ჰობსმა და 48-ეზე დიქსონმა ლელოები დადეს - 17:16. ამას „გლაზგო“ არ შეეგუა და სამ წუთში ალანის ლელოთი უპირატესობა დაიბრუნა, ხოლო რასელმა გარდასახვას ბოლოსწინა წუთზე ჯარიმაც მიაყოლა.

დღეს ტურის დანარჩენი 4 თამაშია. ლიდერი, ანტონ ფეიქრიშვილის „ალსტერი“ ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში უელსურ „ოსპრეიზს“ მასპინძლობს. ქართველი ბურჯი განაცხადში არაა. ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „კარდიფი“ უელსში ირლანდიურ „ლენსტერს“ შეხვდება.

პრო 12. V ტური. 30 სექტემბერი

კონახტი - ედინბურგი 28:15

ნიუპორტი - გლაზგო 17:26

1 ოქტომბერი

მანსტერი (ირლანდია) - ძებრე (იტალია) [20:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419962/1/munster-vs-zebre-live-stream-online.html

ალსტერი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) [21:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419963/1/ulster-vs-ospreys-live-stream-online.html

ბენეტონი (იტალია) - სკარლეტსი (უელსი) [22:05 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419964/1/treviso-vs-scarlets-live-stream-online.html

კარდიფი (უელსი) - ლენსტერი (ირლანდია) [22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/419965/1/cardiff-blues-vs-leinster-live-stream-online.html

ზურა ქოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080637