სხვა

9:12 | 10.04.2016 | ნანახია 1154 - ჯერ

ბიძინას ლელო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რუმინული „ბაია მარეს“ კაპიტანმა ბიძინა სამხარაძემ, 2016 წლის სეზონში პირველი ლელო გაიტანა.

ქართველი 9 ნომერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი გუნდი რუმინეთის თასის მეოთხე ეტაპზე ბუქარესტის „ოლიმპიას“ მასპინძლობდა. „ბაია მარემ“ მეტოქეს პრობლემების გარეშე, 61:11 სძლია.

მასპინძლებმა სულ 10 ლელო დადეს და სამხარაძემ თავი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა, როდესაც მეოთხედ აიღო ბუქარესტელთა ჩათვლის მოედანი, გუნდს პრემიალური ქულა დაუბევა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, მისი გუნდი 25:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმში „ბაია მარემ“ კიდევ ექვსი ლელო გაიტანა, თავად კი, ორი ჯარიმა და ერთი ლელო გაუშვა.

ამ რაუნდში ისვენებდა მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის „სტიაუა“, ხოლო 16 აპრილს რუმინეთის თასზე ქართული დერბი შედგება და „სტიაუა“ „ბაია მარეს“ ბუქარესტში დაუხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097853