საფრანგეთი ტოპ-14

13:47 | 30.09.2016 | ნანახია 2924 - ჯერ

ტოპ 14-ის სტატისტიკა: ოთხი ლელო, სიმბოლურები და 3 დებიუტი

ტოპ 14-ის გათამაშებაში 6 ტურის შეხვედრები მიილია. სხვადასხვა კლუბებში გადანაწილებული ლეგიონერებიდან მოედანზე 17 მათგანი გამოჩნდა, მათ შორის 3 დებიუტანტი.

ყველაზე მეტი სათამაშო დრო „ტულონიდა“ „მონპელიეში“ გადაბარგებულმა მეორე ხაზელმა, კონსტანტინე მიქაუტაძემ გამოიმუშავა, რომელმაც კლუბი ზუსტად ამ მოტივით გამოიცვალა. მან „მონპელიეს“ მიერ ჩატარებული 6 შეხვედრიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა, ხუთივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო და ჯამში 346 წუთი ითამაშა. მე-5 ტურში „ბეიონთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კი, ტურის სიმბოლურში მოხვდა.

„ტულონის“ ინტერესებიდან გამომდინარე მეორე ხაზში გადაბარგებული მამუკა გორგოძემ, ექვსივე შეხვედრაში ითამაშა (4 ძირითადში და 2 სათადარიგო) და 334 წუთი დაჰყო მოედანზე. მე-6-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „კლერმონის“ წინააღმდეგ, მან მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გადამწყვეტი ლელოც დადო, რის გამოც მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მანამდე, „პო“-სთან ჩატარებულ შეხვედრაში მსაჯმა ის ყვითელი ბარათით დასაჯა.

„კლერმონის“ ბურჯი დავით ზირაქიშვილი ახალ სეზონს საუცხოო ფორმაში შეხვდა. მან 5 შეხვედრა ჩაატარა (4 ძირითადში), ჯამში 285 წუთი ითამაშა და ორი ლელოც დადო („რასინგ-92“-თან და „ბორდო“-სთან). კარგი თამაშიდან გამომდინარე, ,,ზირაქა’’ მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„მონპელიეს“ ბურჯი დავით ქუბრიაშვილმა ასევე 5 შეხვედრა ჩაატარა (4 ძირითადში) და მოედანზე 262 წუთი გაატარა.

მისივე თანაგუნდელმა მიხეილ ნარიაშვილმა ამდენივე შეხვედრა ჩაატარა და 6 წუთით ნაკლები დრო დაუგროვდა. სამაგიეროდ, „ნარო“ მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

6-ვე შეხვედრაში (2 ძირითადში) მიიღო მონაწილეობა „ტულონის“ ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც ჯამში 228 წუთი დაჰყო მოედანზე. მე-2-ტურში „პოსთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კი, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„ბრივის“ ბურჯი კარლენ ასიეშვილი მოედანზე სათამაშოდ 5-ჯერ გავიდა (3 ძირითადში, 210 წუთი). „გრენობლთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ლელოთი გამოიჩინა თავი, „სტად ფრანსესთან“ მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა, ხოლო მე-5 ტურში „ლა როშელთან“ მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დავით ხინჩაგიშვილმა, რომელიც „ბეიონის“ ღირსებას იცავს 4 შეხვედრა (3 ძირითადში) ჩაატარა და ჯამში 206 წუთ ითამაშა.

„ლა როშელის“ ბურჯი ლექსო ყაულაშვილმა 4 შეხვედრაში 121 წუთი ითამაშა. ლექსომ 4 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დაიწყო ძირითადში.

სამი შეხვედრა ჩაატარა „სტად ფრანსეს“ ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც ერთი თამაში ძირითადში დაიწყო და ჯამში 95 წუთი დაჰყო მოედანზე.

„კლერმონის“ მარბიელი ვიქტორ კოლელიშვილმა პირველი ტურის შეხვედრა სრულად ითამაშა, შემდეგ დაშავდა და ამ დრომდე უქმობა უწევს.

ასევე ერთი შეხვედრა ითამაშა „ტულუზის“ ბურჯმა ვასილ კაკოვინმა, რომელმაც საწყისი ტურები მუხლის ტრამვის გამო გამოტოვა.

„ტულონში“ და შესაბამისად ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს, რომელმაც პირველი ტურში თამაში ძირითადში დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ასევე დებიუტი ქონდა „ბრივის“ ბურჯ იოსებ ბეკოშვილს რომელმაც მე-5 ტურში „ლა როშელის“ წინააღმდეგ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 40 წუთი ითამაშა.

თითოჯერ შევიდნენ შეცვლაზე „სტად ფრანსეს“ ბურჯი გიორგი მელიქიძე და „მონპელიეს“ სამედიცინო ჯოკერი გაგი ბაზაძე, რომლებმაც შესაბამისად 22 და 21 წუთი ითამაშეს.

„გრენობლთან“ შეხვედრაში ტოპ 14-ში დებიუტი ქონდა „ბრივის“ შერკინების გამთამაშებელ ვასილ ლობჟანიძეს, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10 წუთი ითამაშა.

ტოპ-14 სრული ლეგიონი (ძირთადი გუნდი+ესპუარები):

ბეიონ: დავით ხინჩაგიშვილი (ბურჯი);

ბორდო: ლაშა ტაბიძე* (ბურჯი), ირაკლი ცხადაძე* (მხტომელი);

ბრივ: კარლენ ასიეშვილი (ბურჯი), ვასილ ლობჟანიძე (ღერძი), იოსებ ბეკოშვილი (ბურჯი), გიორგი ცუცქირიძე* (მღლეტელი);

კლერმონ: ვიქტორ კოლელიშვილი (მარბიელი), დავით ზირაქაშვილი (ბურჯი), ბექა კაკაბაძე* (ბურჯი), ნიკა სვიმონიშვილი* (ბურჯი), ნიკა ნეფარიძე* (ბურჯი), ოთარ გიორგაძე (მხტომელი);

ლა როშელ: ლექსო ყაულაშვილი (ბურჯი), ჯემალ შათირიშვილი* (ბურჯი);

ლიონ: ზაზა ნავროზაშვილი (ბურჯი), გიორგი ჯავახია (მღლეტელი), გურამ პაპიძე* (ბურჯი), თორნიკე მატარაძე* (ბურჯი), ლუკა იურინი* (ფულბექი);

მონპელიე: მიხეილ ნარიაშვილი (ბურჯი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მხტომელი), დავით ქუბრიაშვილი (ბურჯი), გიორგი გოგოლაძე* (ცენტრი), უშანგი ჭეიშვილი* (ბურჯი), ლუკა აზარაშვილი* (ბურჯი), გაგი ბაზაძე (ბურჯი, სამედიცინო ჯოკერი), შალვა მამუკაშვილი (კვაჭი, სამედიცინო ჯოკერი);

რასინგ-92: ლაშა საჯაია* (კვაჭი), ლუკა გოგინავა* (ბურჯი);

სტად ფრანსე: ზურაბ ჟვანია (ბურჯი), გიორგი მელიქიძე (ბურჯი), დავით პაპავაძე* (მარბიელი);

ტულონ: მამუკა გორგოძე (მარბიელი/მხტომელი), ლევან ჩილაჩავა (ბურჯი), ბადრი ალხაზაშვილი (კვაჭი);

ტულუზ: ვასილ კაკოვინი (ბურჯი).

შენიშვნა: მოთამაშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:58 | 30.09.2016
DataN24 (215)

კარგი ეს ესპუარები იმედია მალე გადავლენ ძირითად გუნდებში განსაკუთრებით უკანახაზელები და 2019 წლისთვის უკვე ხაზიც უმაღლესი დონის გვეყოლება
ისე მონპელიე მემგონი საქართველოს სახელით უნდა გამოვიდეს

14:03 | 30.09.2016
GiorgiG83 (525)

საჭირო ინფორმაციაა

0.115329