ინგლისის ეროვნული ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსს, გუნდთად მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა ქვეყნის რაგბის კავშირი აქედანვე ზრუნავს შეთანხმების გახანგრძლივებაზე.
„იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასამდე, ედისთან აუცილებლად განვიხილავთ კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უახლოეს პერიოდში მოლაპარაკების მაგიდას აუცილებლად მივუსხდებით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თავად ჯონსის სურვილზე იქნება დამოკიდებული“ - განაცხადა ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა იან რიჩმა.
ედი ჯონსმა ინგლისის ნაკრები 2016 წლიდან ჩაიბარა და მას ექვსი ერი „დიდი სლემით“ მოაგებინა, ხოლო ივნისის ტესტებზე ჯერ უელსს და მერე ავსტრალიას სამმატჩიანი სერიაში აჯობა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია