ტოპ 14

11:10 | 30.09.2016 | ნანახია 2127 - ჯერ

„მონპელიე“ ჯეკ უაითს დაითხოვს

ქართველების „მონპელიეს“ პრეზიდენტი მოედ ალტრადი, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯეკ უაითის მუშაობით უკმაყოფილო ყოფილა და კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

სამხრეთ აფრიკელს „მონპელიესთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მერე კი, ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ჩვენთვის ეს საინტერესო უაითის ქართველებისადმი დამოკიდებულებითაა საინტერესო. ჯეკს გუნდში მისვლისას მიხეილ ნარიაშვილი დახვდა, მერე დუდუ ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და გაგი ბაზაძე დაიმატა, მომავალი სეზონიდან კი, მათ ლაშა ლომიძე შეუერთდება. „მონპელიეშია“ საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელიც გუნდს „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით დაემატა.

L’Equipe-ს ცნობით, უკვე ცნობილია გუნდის მომავალი მწვრთნელის ვინაობაც და ის შოტლანდიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვერნ კოტერი იქნება. წყაროს ინფორმაციით, ალტრადი ახალზელანდიელ სპეციალისტს უკვე შეხვდა და წინასწარი შეთანხმებაც შედგა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ექვსი ერის დასრულების შემდეგ, კოტერი, რომელმაც ტოპ 14 „კლერმონთან“ ერთად მოიგო, შოტლანდიის ნაკრებს დატოვებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.153668