ფრანგულმა „მონპელიემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით დაიმატა და შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.
აწ უკვე ბოლნისის „ყოჩების“ ყოფილმა მორაგბემ ბისმარკ დუ პლესი უნდა შეცვალოს, რომელმაც 10 სექტემბერს „პოსთან“ მატჩში მუხლის მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ სამი თვე მოედანზე ვერ გავა. მამუკაშვილი „მონპელიეს“ მეხუთე ქართველი ლეგიონერია მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის შემდეგ. მომავალი სეზონიდან ამავე გუნდში ითამაშებს „ბეზიეს“ მესამეხაზელი ლაშა ლომიძე.
25 წლის კვაჭს „ბორჯღალოსნების“ კვართით 43 თამაში აქვს ჩატარებული და 3 ლელო დადო. უკანასკნელი ორი სეზონი მან ბრიტანეთში გაატარა - ჯერ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ „სეილ შარქსის“, ხოლო შარშან პრო 12-ის შოტლანდიური გუნდის, „გლაზგო უორიორსის“ ღირსებას იცავდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ლომო!
stripslashes((strlen('http://rugger.info/georgia/news/9732')>0?'http://rugger.info/georgia/news/9732':'http://rugger.info/georgia/news/9732'))
კარგია, წარმატებები შალვას
წარმატებები