ტოპ 14

19:15 | 29.09.2016 | ნანახია 1551 - ჯერ

კარტერს მინიმუმ სამი კვირა გაუცდება

საფრანგეთის ჩემპიონის, „რასინგის“ ახალზელანდიელი მგეზავი დენ კარტერი საკუთარ გუნდს ტოპ 14-ის უახლოეს მატჩში და ჩემპიონთა თასის პირველ ტურში, ირლანდიურ „მანსტერთან“ დააკლდება.

2015 წლის პლანეტის საუკეთესო მორაგბემ წვივის უკანა კუნთი დაიზიანა და ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ზუსტად როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

„დენის ტრავმა სერიოზულად არ გამოიყურება, თუმცა ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან რა დრო დაჭირდება მის სრულ გამოჯანმრთელებას. წინასწარი ინფორმაციით, კარტერი მინიმუმ სამი კვირით დაგვაკლდება“ - ამბობს „რასინგის“ მწვრთნელი რონან ო’გარა.

„მანსტერამდე“ „რასინგს“ საფრანგეთის ჩემპიონატში „ბრივსა“ და „სტად ფრანსესთან“ უწევს თამაში.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09317