საფრანგეთი ტოპ-14

14:23 | 29.09.2016 | ნანახია 3178 - ჯერ

კაკოვინი „ტულუზს“ დატოვებს

საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „ტულუზმა“, ქართველ მარცხენა ბურჯ ვასილ კაკოვინთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა და ის გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ტულუზელები დღე-დღეზე კონტრაქტს „ბრივის“ 28 წლის ბურჯთან, ლუკას პოინტედთან გააფორმებენ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ კაკოვინი 2012 წელს „ტულუზში“ სწორედ „ბრივიდან“ გადავიდა, სადაც მანამდე ორი სეზონი ჰქონდა გატარებული. ახალ გუნდში დამკვიდრებაში ვასილს ხელი ტრავმებმა შეუშალა და განვლილ 4 სეზონში ტოპ 14-ის 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

კაკოვინს საქართველოს ნაკრების კვართით 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი ლელო გაიტანა. მან 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა და 2015 წელს გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა ინგლისში წამსვლელთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:56 | 29.09.2016
krasni (587)

მისთვისაც სჯობს, ისეთ კლუბში გადსვლა, სადაც სათამასო პრაქტიკა ექნება. წარმატება ვუსურვოთ.

15:35 | 29.09.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია მალევე ნახავს კარგ კლუბს

0.082577