მსოფლიო თასი

13:56 | 29.09.2016 | ნანახია 1890 - ჯერ

არგენტინა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიქრობს

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ აღნიშნა, რომ მისი და მისი გუნდის უახლოესი წლების მიზანია გამოცდილება შეიძინოს და 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებულად გამოვიდეს.

„ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან მატჩებით გამოცდილებას ვიღებთ. ამ გუნდების თამაშის შემხედვარე, „ლოს პუმასი“ იზრდება და პროგრესს განიცდის. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, წარმატებით გამოვიდეთ 2019 წლის მსოფლიო თასზე. ყველაფერი, რაც მანამდე ხდება, მხოლოდ იაპონიისთვის მზადების ნაწილია. გამოცდილება, რომელიც „სუპერ რაგბიში“ თამაშით მივიღეთ, „ოლ ბლექსისა“ და „უოლაბების“ თამაშის ფილოსოფიის შესწავლაში დაგვეხმარა. ახლა ჩვენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა გვიადვილდება. ახალ სტილთან შეგუება წარმატებით მიმდინარეობს და ეჭვიც არ მეპარება, რომ დასახული ამოცანისკენ სწორი გზით მივდივართ“ - აღნიშნავს ურკადე.

2015 წლის მსოფლიო თასზე არგენტინამ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო მისი მაქსიმალური შედეგი 2007 წელს დაფიქსირდა - მესამე ადგილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09292