საერთაშორისო

12:41 | 29.09.2016 | ნანახია 1552 - ჯერ

ლოზოვსკიმ იტალია იუარა

ჩემპიონთა თასის მფლობელისა და ინგლისის ჩემპიონის, ლონდონის „სარასენსის“ მგეზავმა ალექს ლოზოვსკიმ იტალიის ნაკრების მიწვევა იუარა და მზადაა ედი ჯონსის წინადადებას დაელოდოს.

23 წლის მორაგბეს იტალიაური ფესვები აქვთ და შესაბამისად, იურიდიულად ამ ქვეყნის ნაკრებში თამაში შეუძლია, თუმცა ამისი სურვილი არ გააჩნია.

„ინგლისში დავიბადე, მთელი ცხოვრება აქ გავატარე და მსურს, რომ მხოლოდ ამ ქვეყნის ნაკრებში ვითამაშო. იტალიის ნაკრებისთვის ნათქვამი „არა“, საბოლოო არაა, უბრალოდ, კარიერის ამ ეტაპზე ვეცდები, რომ ინგლისის ნაკრებში თამაშის უფლება მოვიპოვო. კარგად მესმის, რომ ფარელის, ფორდის და სიპრიანის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მომიწევს, თუმცა მზად ვარ საკუთარ შანსს დაველოდო“ - თქვა ლოზოვსკი.

საგულისხმოა, რომ 19 წლამდე ალექსი პარალელურ რეჟიმში სარაგბო კლუბ „უოსპსისა“ და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ აკადემიებში სწავლობდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082677