10:44 | 29.09.2016 | ნანახია 1586 - ჯერ

მილნერ-სქადერისთვის წელი დასრულდა

ახალი ზელანდიის ნაკრებისა და „ჰარიქეინსის“ გარემარბის, ნეჰე მილნერ-სქადერის მკურნალობა კიდევ სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და შესაბამისად, წელს მას მოედანზე ვერ ვიხილავთ.

24 წლის მორაგბემ მხარი მარტში, „ბლუზთან“ მატჩში მოიტეხა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის ნოემბერში შეძლებდა დაბრუნებას, თუმცა აღდგენითი პროცესი ნავარაუდებზე მეტხანს გაგრძელდება.

„სუპერ რაგბის“ მომავალი სეზონის დაწყებამდე, ანუ 2017 წლის თებერვლამდე ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მივიღებ. კარგი იქნებოდა ვარჯიში მაინც წელსვე განმეახლებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ვერც ეს მოხერხდება“ - დაწერა მორაგბემ საკუთარ „ინსტაგრამზე“.

თავის მხრივ, „ოლ ბლექსის“ თავკაცმა სტივ ჰანსენმა განაცხადა, რომ შემოდგომის ტესტებისთვის ნეჰეს არცერთ შემთხვევაში არ გამოიძახებდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:58 | 29.09.2016
aiarugby (20)

0.078916