ერთა თასი ბ

20:02 | 28.09.2016 | ნანახია 3123 - ჯერ

პოლონეთმა უკრაინა მშრალზე დატოვა

ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის, „ალაფას“ გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც პირველ დივიზიონში დაწინაურდება, 24 სექტემბერს ლუბლიანაში, პოლონეთისა და უკრაინის შეხვედრით გაიხსნა.

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა პოლონეთი ამ თამაშს სხვა განწყობით შეხვდა და პირველივე წუთებიდან დაეუფლა ინიციატივას. სტუმრები ჯარიმდებოდნენ და შესვენებამდე სინბინით დაისაჯნენ, ხოლო მასპინძლებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და გარდასახვაც ზუსტი იყო - 16:0. მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, პოლონეთმა ინიციატივა არ დათმო, კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 22:0 მოიგო.

5 ნოემბერს „ალაფაზე“ მეორე თამაშია და მასში უკრაინა ჰოლანდიას ლვოვში უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:14 | 29.09.2016
zangura (109)

ნახე რა დასწრებაა ...

0.080293