მსოფლიო სერია

17:30 | 28.09.2016 | ნანახია 2582 - ჯერ

7-კაცას მსოფლიო სერიაში უგანდა გამოჩნდა

ცნობილი გახდა იმ 16 გუნდის ვინაობა და ჯგუფები, რომლებიც 2016/2017 წლების მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე 2-3 დეკემბერს, დუბაიში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სერია 10 ეტაპად ტარდება და მათგან ორი დეკემბერში, დუბაისა და კეიპტაუნში გაიმართება. პირველი ეტაპის 15 მონაწილე აქამდეც იყო ცნობილი, გასულ უქმეებზე უგანდამ აფრიკის ჩემპიონატი მოიგო 7-კაცა რაგბიში და „მსოფლიო რაგბისგან“ მიწვევა მიიღო.

უგანდის 7-კაცა სამხრეთ აფრიკის, აშშ-სა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

A ჯგუფი: ფიჯი, არგენტინა, უელსი, კანადა

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, აშშ, შოტლანდია, უგანდა

C ჯგუფი: ახალი ზელანდია, ინგლისი, სამოა, რუსეთი

D ჯგუფი: ავსტრალია, კენია, საფრანგეთი, იაპონია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075401