ფრანგულმა გამოცემა MIDI OLYMPIQUE-მ 25 სექტემბერს, „ბრივთან“ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მონპელიეს“ მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს სპეციალური სტატია მიუძღვნა.
ყველასთვის ცნობილია, რომ „მონპელიეში“ უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მამუკა გორგოძე, რომელიც ამ გუნდში 9 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, რის შემდეგაც „ტულონს“ მიაშურა და ორი წელი მიქაუტაძის მხარდამხარ თამაშობდა, შარშან კი, კოტეს სწორედ მან ურჩია „მონპელიეში“ გადასვლა. გარდა ამისა, ის უდიდესი ავტორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც და რაღა გასაკვირია მიქაუტაძეზე აზრს უწინარესად მას რომ დაეკითხნენ:
„მე ხომ თავშეკავებული ვარ და კოტე კიდევ უფრო მეტად. ისაა წყნარი და მშვიდი, საინტერესო ადამიანი და მაშინაც კი, როდესაც კარგად იცნობთ, ზედმეტს არაფერს ამბობს“.
მამუკაშვილის, ნარიაშვილის, ქუბრიაშვილისა და ბაზაძის გარემოცვაში, კონსტანტინე მიქაუტაძე ჩუმად დგას, თითქოს განცალკევებით, ჩაფიქრებული და ვარჯიშის დაწყებამდე მშობლიურ ენაზე ისმენს საუბარს. ის თავს კარგად გრძნობს თანამემამულეების გარემოცვაში, რადგან უფრო მარტივია ურთიერთობა შენი კულტურის მქონე ადამიანებთან და ამას კონსტანტინე პირადად ადასტურებს: „ჩვენ თითქმის სულ ერთად ვართ და სამშობლოსგან მოშორებით, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან“.
მიქაუტაძის ოჯახი ეკლესიურია და წარმოშობით სოხუმიდანაა: „1992 წელს, რუსებმა საქართველოს ტერიტორიები დაიკავეს და ჩემი მშობლები იძულებული გახდნენ თბილისში გადასულიყვნენ. ძალიან ძნელი იყო ყველაფრის თავიდან დაწყება. ქართველების ყოველდღიური ცხოვრება იოლი არაა. ახლა მამაჩემს აქვს სამსახური და უწინდელზე უკეთ ცხოვრობს. მე მათ ფინანსურად არ ვეხმარები, თუმცა მათთან ერთად ვიცხოვრებ, როდესაც შინ დავბრუნდები“.
...
25 წლის მორაგბე გასული 6 სეზონის განმავლობაში „ტულონის“ შემადგენლობაში იზრდებოდა, თუმცა საკმარისი სათამაშო დრო არ ქონდა. სწორედ ამიტომ, ის არ დარდობს არჩევანი „მონპელიეზე“ რომ შეაჩერა, ხოლო გორგოძე მიქაუტაძის წასვლას „ტულონისთვის“ უდიდეს დანაკარგად აფასებს:
„მიმაჩნია, რომ ის უდიდესი მოთამაშე გახდება. ამ ეტაპზე, მას ამისათვის არ ყოფნის გამოცდილება, რომელიც თანმიმდევრული თამაშების შედეგად მოდის და რომლითაც ახლა „მონპელიეში“ სარგებლობს. კონსტანტინე ბუნებისგან უდიდესი ძალითაა დაჯილდოვებული. ეს შესაძლოა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყოს, რადგან კუნთები არ ეტყობა, მაგრამ კონტაქტში შესვლისას ამას აუცილებლად იგრძნობთ. ის ძლიერია მოლის ჩაშლაში, ჰაერში თამაშისას და რაქში“.
მიქაუტაძე „ბრივთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, მეხუთედ მიმდინარე სეზონში და გუნდის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებად მოთამაშეთა ხუთეულშია. ის უკვე აღიარებულია „მონპელიეს“ ყველაზე ეფექტურ მორაგბედ, უწინარესად ჰაერში თამაშისას, სადაც 16 საკუთარი და სამი მეტოქის დერეფანი მოიგო. ძლიერია რაქში და წარმოუდგენლად კარგი დამცველია. კონსტანტინე უწინდელთან შედარებით უფრო დისციპლინირებულია და საშუალოდ ერთხელ ჯარიმდება თამაშში:
„მე დღემდე ვზრუნავ ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ვარ. თამაში ხშირად მიწევს, თუმცა არ დამვიწყებია, რომ პოლ უილიამსი და ჟაკ დუ პლესი ტრავმირებულები არიან“.
...
მას კვირას ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სამხრეთაფრიკელ გიგანტებთან საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს: „ჩვენ ხშირად ვთამაშობთ პირველი და მეორე ხაზის ხუთეულით - ვიგებთ ბურთს და ვუტევთ მოლით. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ბრივის“ სათამაშო სისტემა ჩვენსას ძალიან გავს. იქნება ძალიან დიდი ბრძოლა და ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი. ჩემს წინააღმდეგ იქნება მელა, რომელსაც 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და უაღრესად გამოცდილია. ძალიან რთული იქნება მისი წინააღმდეგობის დაძლევა“.
მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში 42 კეპი აქვს მოხვეჭილი და ითამაშა მსოფლიო თასზე. ის „არმაზის“ აღზრდილია, ისევე, როგორც „ბრივის“ 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე. 2 ოქტომბერს კონსტანტინეს თავისი ყოფილი გუნდის, „ტულონის“ წინააღმდეგ მოუწევს მარსელში თამაში:
„ტულონი“ კონტრაქტის გახანგრძლივებას მთავაზობდა, თუმცა მე ჩავთვალე, რომ უფრო საინტერესო ახალი გამოწვევა იქნებოდა. ამ თამაშზე გამუდმებით ვფიქრობ. მეორეს მხრივ, მოხარული ვარ მეგობრების ნახვას რომ შევძლებ. როდესაც კარგად ნაცნობი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობ, ცდილობ მათი ქმედებები გამოიცნო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეც იქნება“ - აჯამებს მომავალი ჯახის მოლოდინებს მიქაუტაძე“.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გიხარე კოტე, წარმატებას გისურვებ ! ! !
გვიმრავლოს ნაკრებში კოტესნაირები
ხაზის მოთამაშეებიც ნელნელა ჩნდებიან მაღალი დონის ჩემპიონატებში, მჭედლიძე და ვასკა პიონერები არიან და მათ კვალს ბევრი გაჰყვება, როგორც ვიცი ეხლა სწორედ კოტეს პოზიციაზე ვართ პოტენციური გასაჭირის წინაშე რადგან ახალ ტაობაში ძლიერმა მეორე ხაზელებმა მოიკლეს, მაგრამ ეგეც მალევე გამოსწორდება დარწმუნებული ვარ, ჩვენმა პროგრესმა ისეთი ტემპი აკრიფა მაგის გაჩერება აღარ გამოვა
ღმერთმა მარჯვენა მოუმართოს ჩვენს გასახარად.
ჩვენი მორაგბეების უმეტესობა ძალიან კარგ ფორმაშია ამ სეზონში და ნოემბრის ტესტებზე კარგად შეკრული გუნდი უნდა გვყავდეს და სასურველ მიზანს უნდა მივაღწიოთ.
პირველხაზელების ნაკლებობა არასდროს არ ყოფლა ელიტურ ჩემპიონატებში, მაგრამ არც ამდენი არ გვყოლია არასდროს და მეორეხაზელებიც საკმაოდ მრავლად გვყავს, ცოტა ხაზის მოთამაშეების ამოქაჩვა გვინდა და გაცილებით ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდი შეგვეძლება რომ დავაყენოთ
კოტე მართლა ძლიერი მორაგბეა და ჯერ კიდევ შეუძლია პროგრესირება და მამუკას წასვლის მერე ალბათ მასზე გაცილებით მეტი დატვირთვა გადაივლის ვიდრე ახლა არის
ჯერ კიდევ? (?!)
25 წლის მეორე ხაზელს კიდევ 10 წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში
კარგად ვერ გაიგე როგორც ჩანს ტექსტის შინაარსი.
სპორცმენისათვის 25 დან მაქსიმუმ 30 მდე არის პროგრესის პერიოდი და +30 წლის მერე კი რაც შეიძლება მეტად შენარჩუნო ის ფორმა რაც ამ ასაკამდე მიაღწიე
35 წლისაც მინახავს და უფრო დიდი ასაკისაც მეორეხაზელი მაგრამ პროგრესის სხვა საკითხია