ტესტ-მატჩები

15:40 | 27.09.2016 | ნანახია 4277 - ჯერ

ურუგვაი ივნისში საქართველოს და ინგლისს შეხვდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2017 წლის ივნისში ტურნეზე სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება და იქ ბრაზილიის, ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

ასეთი ვარიანტის შესახებ, „ბორჯღალოსანთა“ თავკაცი მილტონ ჰეიგი საუბრობდა, ახლა კი, ურუგვაიმ ქართველების სტუმრობა დაადასტურა.

სამხრეთელები ნოემბრის ტესტებზე ევროპას ეწვევიან და გერმანიასთან, ესპანეთთან და რუმინეთთან ითამაშებენ, ხოლო ივნისში საქართველოს გარდა ინგლისსაც უნდა ეთამაშონ. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ედი ჯონსს „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ტურნეს გამო წამყვანი მოთამაშეები დააკლდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებს“ ურუგვაისთან აქამდე 5-ჯერ უთამაშიათ და მეტოქეს 3-ჯერ სძლიეს, ხოლო ორჯერ მარცხი განიცადეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:07 | 28.09.2016
BEERTRANCE (1073)

ბრაზილია უსარგებლო თამაში იქნება, გამოდის ჩვენ უნდა ვუჯიგროთ. ურუგვაისთან ჯახი იქნება და ბინძური თამაში, მსაჯი იმედია ნორმალური იქნება. და არგენტინასთან ჯახი ნამდვილად კარგი სანახაობა უნდა გამოდგეს.

14:49 | 28.09.2016
GiorgiG83 (525)

რატომ მსგავსი დასკვნები?
არცერთი თამაში არააა უსარგებლო - გააჩნია რისთვის გამოიყენებ კონკრეტულ გამოწვევას
ახალი სახეები_ო და...
სად გამოცდი უკეთეს გარემოში ვიდრე ბრაზილია ან ურუგვაია? აბა შოტლანდიასთან დებიუტი გადამეტებული არაა?
ბრაზილია ტექნიკური რაგბის მიმდევარია (7კაცაც კმარა)
ურუგვაი მეტად შერკინებაზე ორიენტირებული
არგენტინა - არგენტინაა

23:57 | 27.09.2016
Kala94 (151)

საინტერესო შეხვედრები იქნება.. ბრაზილია, რომელიც პროგრესს განიცდის, ურუგვაი, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს მსოფლიო თასზე და არგენტინა, რომელზეც სიტყვები ზედმეტია

22:29 | 27.09.2016
qomagi (248)

თუ ურუგვაის ათამაშებენ ინგლისთან, ჩვენ რით ვერ დავიმსახურეთ? ოკეანეთის შემდეგ ურუგვაი და ბრაზილია ცოტა დაბალი დონე მგონია,მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად ვთამაშობთ, არგენტინასთან ჯახი კი მაგარი იქნება.

14:52 | 28.09.2016
GiorgiG83 (525)

ურუგვაისთან ჩასული ინგლისი იქნება ინგლისის ნაკრების მე-3 მე-4 ფორმაცია (მიზეზები ახსნილია) და იმავე ურუგვაის და ბრაზილიას ისევე სჭირდებათ და ითხოვენ ძLიერ მეტოქეს, როგორც ჩვენ

0.08748