საფრანგეთის ელიტარულ ლიგებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები საუკეთესო ფორმაში შედიან. ბოლო პერიოდში ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ტური ისე არ ჩაივლის, რომ ქართველებმა ლელო არ დადონ და მერე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ტოპ 14-ის მე-6 ტურში სიმბოლურში მოხვდა „ტულონის“ მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელმაც „კლერმონს“ 73-ე წუთზე ინდივიდუალური, გამარჯვების ლელო დაუდო. მთლიანობაში, მამუკამ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო მოგვიანებით 4 ნომერზე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
პრო დ2-ის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის კანდიდატი ორი იყო. თამაზ მჭედლიძეს ზედიზედ ორი თამაშია ლელო გააქვს და გასულ ტურში სიმბოლურში 12 ნომრად იყო. ამჯერად მან „მონ დე მარსანს“ გარდამტეხი ლელო დაუდო, თუმცა სიმბოლურში არ შეიყვანეს. სამაგიეროდ, ეს პატივი „ანგულემის“ მესამეხაზელ შალვა სუთიაშვილს ერგო, რომელიც „მონტობანთან“ 25:15 გამარჯვების შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და საუკეთესო დახასიათება მიიღო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშისას.
ქართველი ლეგიონერების თამაშის შესახებ, სრული ინფორმაცია ტურის მიმოხილვებში იხილეთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ორჯერ ვუყურე თამაშს, ისეთი დიდი სიამოვნება მომანიჭა მამუკას თამაშმა. ჩვენი გორგოძილა ყველა ასპექტში შეუდარებელი იყო, ლელო ხომ საერთოდ მაგარი დადო და სწორედ მისი დამსახურებით მოიგო ტულონმა. რა საამაყო მოსასმენია, როდესაც ლელოს დადების შემდეგ ტრიბუნები მამუკა გორგოძის სახელს და გვარს სკანდირებდნენ!!! ნამდვილად იმსახურებდა სიმბოლურს.
აქვე მინდა ავღნიშნო ლევან ჩილაჩავას კარგი თამაშიც, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა მეორე ტაიმში, მაგრამ დიდი შავი სამუშაო გასწია და ერთ-ერთ შერკინებაში საერთოდ მარტომ ათრია მთელი კლერმონის შერკინება.
მოკლედ, ჩვენი ლომები საფრანგეთში სეზონს მაგრად იწყებენ და იმედია ფორმის პიკზე შეხვდებიან ნოემბრის ტესტებს.
ჩილაჩავა შარშან ტოპ-14 -ის სეზონის სიმბოლურში მოხვდა, მაგრამ მამუკა იმდენად დიდია რო ძნელია მისი ჩრდილიდან ვინმე გამოვიდეს
მე არ მინახია თამაში, მაგრამ ვინც ნახა თამაში ყველა ამბობს რომ ლელოს გარდა ძალიან ბევრი სამუშაო გასწიაო მამუკამო.
ყველგან მამუკა იყოო, ლელოს რაც შეეხება უმარტივასი იყო მისთვის რადგანაც ამხელა სივრსიის მიცემა მამუკასთვის არაფრით არ შეიძლება
გორგოძემ თავის სტილში დადო ლელო
სიმბოლურია..ორი კაპიტანი სიმბოლურში...